„ჩამოერთვას ფარცხალაძეს მოქალაქეობა, დიდი რაოდენობით ფული ბანკებიდან უკვე გატანილი აქვს“ - ხატია დეკანოიძე

პოლიტიკა 1695631613    233

დეკანოიძე

"ფარცხალაძეს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა," - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

როგორც დეპუტატი ამბობს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და ჯაშუშობაში მხილებულ ყოფილ პროკურორს მოქალაქეობა უნდა ჩამოართვას. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ფარცხალაძემ ბანკებიდან დიდი ოდენობის ფულის გამოტანა უკვე მოასწრო.

ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომელიც სებ-ში ახალი კანდიდატების წარდგენას ეხება. როგორც დეკანოიძე ამბობს, სალომე ზურაბიშვილის არგუმენტი, რომ ამ ორი კანდიდატის წარდგენით "ოცნების" ლუსტრაცია მოხდებოდა, მიუღებელია. როგორც დეკანოიძე ამბობს, თუ მხილება სურდა პრეზიდენტს, ამისთვის განცხადების გაკეთებაც და საზოგადოების გაფრთხილება საკმარისი იქნებოდა.

ვეთანხმები პრეზიდენტს იმ შეფასებაში, რომ სებ- ის ეს გადაწყვეტილება არის რუსული გადაწყვეტილება და ის „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს აძლევს საშუალებას, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად თავი აარიდოს სანქციებს და გამოიტანოს ძალიან დიდი რაოდენობით ფული. ჩემი ინფორმაციით, ასეთი ფული გამოტანილია.

რაც შეეხება პრეზიდენტის არგუმენტს, რომ ქალბატონი ყეინიშვილის და მეორე კანდიდატის წარდგენა მოხდა მხოლოდ ლუსტრაციისთვის, ამას ვერ გავიზიარებ. იყო მცირე შანსი ან საერთოდ არ წარდგენილიყვნენ მსგავსი კანდიდატები ან გამოსულიყო ქალბატონი პრეზიდენტი თურნავას გადაწყვეტილებამდე და ეთქვა, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის. ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. მისი არგუმენტი ვფიქრობ, საკმაოდ სუსტია, რადგან „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ძალიან დიდი ხანია დასრულებულია.

ასევე, ჩემი მოსაზრებაა და ამ ნაწილში მე გავაკრიტიკებ პრეზიდენტს, რომ „ეფესებეს“ აგენტს, რომელსაც ექნებოდა მხოლოდ რუსული პასპორტი, დაბრკოლება შეექმნებოდა ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებისას, ხოლო ქართული პასპორტით არ ექმნება, ჩვენი პასპორტი სარგებლობს უვიზო რეჟიმით. ასევე ქართული პასპორტით ის სერიოზულ პრობლემას ქმნის არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ევროპულ ქვეყნებსაც, გადაადგილდება რა საქართველოს პასპორტით. ამიტომ მას ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც გადაეფარა ფარცხალაძეს, მას არ დასჯის და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც აქვს საზოგადოებას და პრეზიდენტს, იყო საქართველოს მოქალაქეობის წართმევა,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრანსპორტი
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?!" - რას წერს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...

სოცმედია 1702066800

პოლიცია
სცემეს, ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვიდეო გადაუღეს და მანქანის გადაფორმება აიძულეს - უმძიმესი დანაშაული ციხისძირში (ვიდეო)

ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...

კრიმინალი 1702066500

ყინვა
ტრაგედია რუსეთში - წლინახევრის ბიჭუნამ დახურული კარი ვეღარ გააღო და დერეფანში გაიყინა

სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...

შემთხვევა 1702066200

ეძებენ
ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ

თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი 27 წლის ნო­დარ ლე­ბა­ნი­ძეს ეძე­ბენ. რო­გორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას დამ, ქეთი ლე­ბა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმა სახ­ლი­დან გუ­ში...

საზოგადოება 1702065900

ახალი წელი საათი
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსის რჩევები (ვიდეო)

როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.

ეს საინტერესოა 1702065300

საქართველო ნაძვისხე
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია

საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...

საზოგადოება 1702064744