"ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებსა და სანქციებზე" - დეგნანი ივანიშვილზე

პოლიტიკა 1659989940    573

ივანიშვილი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"არ მსურს ბატონ ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენ როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს, იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი, ასე მოიქცეს, თუკი მეორე მხარეს ურჩევნია რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს.

როგორც კი გაირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალი სხვა სფეროს შესახებ, სადაც ამერიკა ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას.

ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც ბევრ სხვა საქართველოს მოქალაქესთან. სინამდვილეში სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა, ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ამ ქვეყანაში.

ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის, ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბრები."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფაჩუაშვილი
როგორ გადაიტანა შვილის გარდაცველება ნანა ფაჩუაშვილმა - ვიდეო მსახიობის უმძიმეს დღეებზე

გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“  მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიის დეტალები. ასევე მოყვა ამბავი, რომლის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფე...

საზოგადოება 1664174510

სანთლები
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი ქართველი ოლიმპიელი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლ...

საზოგადოება 1664173741

პუტინი
გაქცევა პუტინისგან - ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

Новая газета Европа-ს ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა. გამოცემის წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში უსაფრთხოების ძალები და თა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173514

ენტონი ბლინკენი
რას იზამს აშშ, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბლინკელის განმარტება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების დასახმარებლად, ასევე, იმისთვის, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს. ბლინკენმა თქვა, რომ პუტინის რიტორიკა ბირთვული იარა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173079

ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884

ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336