"ჩვენ გვაშფოთებს რუსული კანონის აღსრულება... არაა გამორიცხული დამატებითი ნაბიჯები" - მილერი

პოლიტიკა 1725420179

მეთიუ მილერი

"ჩვენ გვაშფოთებს [რუსული] კანონის აღსრულება... არაა გამორიცხული [დამატებითი ნაბიჯები]", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სახდეპში გამართულ პრესკონფერენციაზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ საუბრობს. მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება - მილერი აშშ-ის მხრიდან დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".

"საქართველოს მთავრობა ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს.

ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის - კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი", - ამბობს მილერი და იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გადახედვის პროცესშია და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის - პარტია "ქართული ოცნების" წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა", - აცხადებს მილერი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კ
„ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება, მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა“ - კახა კალაძე „ლეგენდების მატზე”

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება.   ამხანაგური შეხვედრის შესა...

საზოგადოება 1726258295

ბერიკაშვილი
„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური, დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ… “ – მსახიობს მეგობრები ემშვიდობებიან

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. უნიჭიერესი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არა...

სოცმედია 1726257954

პარტიები რეიტინგი
როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქ...

პოლიტიკა 1726257619

ტალახაძე
„პრეზიდენტი მოღალატე არ არის“ - ლაშა ტალახაძე "ოცნების" განცხადებას არ იზიარებს

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში შესული ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე მმართველი პარტიის განცხადებებს, პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ემიჯნება და აცხადებს, რომ სალომე ზ...

პოლიტიკა 1726257181

გვარამია
„გარკვეულწილად, სიურპრიზია და ნახავთ ყველანი“ - ნიკა გვარამია “ ზურა ჯაფარიძის ამერიკაში ვიზიტზე

რისთვის წავიდა ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში – ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ეს სიურპრიზია და საზოგადოება...

პოლიტიკა 1726256947

ბექაური ზურაბიშვილი
„სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი პრეზიდენტი - ლაშა ბექაური სალომე ზურაბიშვილზე

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა:   “ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩ...

საზოგადოება 1726256761