"ჩვენ თავადაც არ უნდა შევუწყოთ ხელი ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად დროში გაწელონ პროცესი" - ნიკა მელია

პოლიტიკა 1670581363    113

მელია

"ჩვენ თავადაც არ უნდა შევუწყოთ ხელი ხელისუფლებას იმაში რისი წადილიც აქვთ, ანუ მაქსიმალურად დროში გაწელონ პროცესი", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის 14 დეკემბრამდე გადაწევას.

ნიკა მელია ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა სხდომის თარიღის შერჩევის დროს და უკმაყოფილება გამოთქვა:

"ახლა ვუსმენდი სხდომათა დარბაზში მყოფ დაცვის მხარის წარმომადგენლებსაც და როდესაც შერჩევა ხდებოდა საქმის მომდევნო თარიღისა, ოთხშაბათ დღეზე, ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის განაცხადა, რომ თითქოს მას სხვა პროცესები აქვს და ამიტომ ამ კონკრეტულ დროს არ ეცალა", - თქვა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე ახლა პრიორიტეტული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე:

"სხვადასხვა პროცესებია მესმის, მაგრამ პრიორიტეტული საკითხი არის დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხომ სიმართლეს ვამბობთ ყველა ჩვენგანი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში, ამიტომ, ყველა სხვა საკითხი და ყველა სხვა სასამართლო პროცესი არის მეათეხარისხოვანი...

როდესაც ვსაუბრობთ მისი [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის გაუარესებად მდგომარეობაზე, პრაქტიკულად დღითი დღე, ეხლა იმის ფუფუნება, რომ ერთი თვე გაგრძელდეს ამ საკითხის განხილვა ამ სასამართლო დარბაზებში და შემდეგ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში თუ არ არის, ჩემთვის პირადად ეს არის მიუღებელი. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანია ოჯახის მყარი პოზიცია, დაცვის მხარის მყარი პოზიცია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველანი შევთანხმდებით", - განაცხადა ნიკა მელიამ.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს, 9 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შალვა ნათელაშვილი
„ტუფლები გვიჭერს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი „ტიკ ტოკზე“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე  მიმართა პოლიტი...

სოცმედია 1675094860

პაკისტანი
დაღუპულია 34 ადამიანი - აფეთქება მეჩეთში

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...

მსოფლიო 1675091969

ნაყოფია
კობა ნაყოფიამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭოც დატოვა

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...

პოლიტიკა 1675091339

სექსი
წყვილს 1000 დოლარს ჩუქნიან, თუ...

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.   გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...

ეს საინტერესოა 1675090556

ხოფერია
„არაკაცია“ - ხათუნა ხოფერია ენმ-ს ახალ თავმჯდომარეზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:   “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...

სოცმედია 1675089931

სააკაშვილი
ცნობილია თარიღი, როდის გაიმართება მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 1 თებერვალს, 12:30 საათზე გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასასრულს გამოაცხადა. შეგა...

პოლიტიკა 1675087670