„ჩვენი თხოვნაა სტრატეგიული პარტნიორებისადმი, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი საზოგადოების ინფორმირებისთვის“ - კახა კალაძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე
პოლიტიკა • 1695130973 18

„როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტიონორობაზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია მსგავს საკითხებზე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ქართული მხარის თხოვნაა, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მოწოდებული.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქე ასეთი სანქციებით დასანქცირდა. გვახსოვს მოსამართლეებთან დაკავშირებით რაც მოხდა და მათ ვიზების შეზღუდვა დაუწესეს. მაშინაც და ახლაც, ჩვენი თხოვნაა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი საზოგადოების ინფორმირებისთვის. როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტიონორობაზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია მსგავს საკითხებზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...
სოცმედია • 1695932700

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული. სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...
სოცმედია • 1695932400

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...
სოცმედია • 1695931800

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...
სოცმედია • 1695931500

"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან: "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/ პ.ს. დიახ, ჩვ...
სოცმედია • 1695931500

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. „ფარცხალაძე აკონტროლ...
პოლიტიკა • 1695930900