დაკავებულია 11 პირი, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი - შსს-ს განცხადება

პოლიტიკა 1713295299

სპეცრაზმიი

სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება," - წერია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908