დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისის ისტორია

პოლიტიკა 1685041800    503

26 მაისი

დღეს, 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ რუსეთში მონარქია დაამხო. 2 მარტს ტახტიდან გადადგა ნიკოლოზ II და დამყარდა ორხელისუფლებიანობა — სამართლებრივი თვალსაზრისით, სახელმწიფო ხელისუფლებას ფლობდა დროებითი მთავრობა, ხოლო რეალურ ხელისუფლებას კი დეპუტატთა საბჭოები. ორხელისუფლებიანობა დამყარდა ამიერკავკასიასა და საქართველოშიც. რევოლუციის გამარჯვების შედეგად შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, ხოლო 1917 წლის მარტში თბილისში მუშაობას შეუდგა რუსეთი დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ხელისუფლების ორგანო — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი).

1917 წლის აპრილში თბილისში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლების ჩანასახი — საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. ინტერპარტიული საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მან თავის თავზე აიღო ქართული ეროვნული მოძრაობის კოორდინატორის ფუნქცია — სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას.

1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. დაემხო რუსეთის დროებითი მთავრობა და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა ხელისუფლების ახალი ორგანოს დანიშვნასა და თავისი იურისდიქციის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივით ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. 1917 წლის ნოემბერში თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ — ამიერკავკასიის კომისარიატმა. მას უნდა შეესრულებინა კომისარიატის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ფუნქცია რუსეთში კანონიერი ხელისუფლების (დროებითი მთავრობის) აღდგენამდე.

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ გადაწვიტა საბჭოთა რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა, მაშინ მოწვეულ იქნებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ნოე ჟორდანია[4].

1918 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლადშექმნილმა ჯარმა რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, თურქეთი აგრესიას ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის ზრახვებს ამიერკავკასიის მიმართ. თურქეთის მხარე თავის სასარგებლოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მას მიიჩნევდა რუსეთის ნაწილად. ამიტომ თურქეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო იყო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. შექმნილ სიტუაციაში, ამიერკავკასიის კომისარიატმა ამიერკავკასიიდან არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან 1918 წლის თებერვალში მოიწვია საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც 1918 წლის 22 აპრილს გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნამ ვერ გააუმჯობესა მდგომარეობა. თურქეთმა ბათუმის საზავო კონფერენციაზე უფრო მძიმე პირობები წამოაყენა. გარდა ამისა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ თანხმდებოდნენ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საქართველო გერმანოფილურ ორიენტაციას ირჩევდა, სომხეთი — ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს.

1918 წლის მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი უფიციალურად შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის მზადებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვილი სანიოლი
ვილი სანიოლმა კვიპროსსა და შოტლანდიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის შემადგენლობა დაასახელა, ვინც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, 20...

სპორტი 1685724120

u21 european championship 2023
ცნობილია U21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო საბოლოო 23-კაციან განაცხ...

სპორტი 1685723100

USAID
"არც USAID და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს" - USAID-ის განცხადება

USAID-ი სოცქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელიც თბილისსა და რუსთავში წყლის თითქოსდა დაბინძურების საკითხს შეეხება. "USAID-ისთვის ცნობილი გახდა გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თ...

საზოგადოება 1685721000

სალომე მიშა
მას უნდა მოექცნენ ისე, როგორც ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ზიანი რომელიც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით მიადგა, გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებით და შეწყალე...

პოლიტიკა 1685720400

კვარაცხელია
ნახეთ ვიდეო - ხვიჩა კვარაცხელიას მარადონას სპეციალური ჯილდო გადაეცა

ხვიჩა კვარაცხელიას მარადონას სპეციალური ჯილდო გადაეცა. 

სპორტი 1685719800

ტექნიკა
თსუ-ს ყველა სასწავლო კორპუსი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო აუდიტორიების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა დაიწყო. განახლებული საგანმანთლებლო ტექნიკა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძე...

განათლება 1685719013