დაპირისპირება საკრებულოში - ცოტნე კობერიძის განცხადებამ კობახიძის პრორუსულობაზე "ოცნება" გააღიზიანა (ვიდეო)

პოლიტიკა 1660046385    1770

ჩხუბი საკრებულოში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრების გაღიზიანება "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებას მოჰყვა.

კობერიძემ თქვა, რომ "ოცნება" რუსეთის რიტორიკასა და მმართველობის სტილს იმეორებს, ხოლო კობახიძე პრორუსია. ამ გამოსვლას ოთარ გრიგოლიას გაღიზიანება მოჰყვა.

"მართლა მგონია, რომ შეიძლება ისე გავიღვიძოთ რუსულ ქვეყანაში, რომ ვერ მივხვდეთ. ამის ერთ-ერთი მეტრი არის კობახიძე, რომელიც თქვენი პარტიის თავმჯდომარეა, რატომღაც კობახიძეს არასდროს არ შესტკიოდა გული, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს არ მოსწონდათ ირანელები ან თურქები, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა, როცა ამ ქვეყანაში ხალხს არ მოსწონს თავისი მტერი - რუსეთი. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ კობახიძე ერთ პაკეტში ხედავს რუსებთან, ამ განწყობებთან საკუთარ თავს. მან იცის, რომ ძალიან ჰგავს მისი პარტია რუსეთს და ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში იმართება", - თქვა კობერიძემ.

მოგვიანებით დეპუტატების გასაშველებლად მანდატურის სამსახურის ჩარევაც გახდა საჭირო.

სხდომაზე ამ წუთებშიც ხმაურიანი განხილვა მიმდინარეობს, რადგან, უნდა დამტკიცდეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე კორპუსი უნდა აშენდეს. ოპოზიცია ამბობს, რომ მშენებლობის უკან დეპუტატ ნინო წილოსანის ინტერესები დგას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თქვენი მიზნები განახორციელეთ და დაიწყეთ ახალი ბიზნესი. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. მოგიწევთ ხარჯების შემცირება, რათა რთულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. საყვარელი ადამიანი თქვენს ც...

ეს საინტერესოა 1665084780

ხარაგაული ცემა
ცემა-ტყეპა ხარაგაულის ცენტრში - რატომ გაუსწორდნენ ფიზიკურად „ოცნების“ აქტივისტები და საჯარო მოხელეები ოპოზიციას

"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიერ სოციალური დახმარების მითვისება ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ხარაგაულის ცენტრში კონფლიქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილზე მისულმა ანტიკორუფციული მოძრაობის...

პოლიტიკა 1665082576

კლუბური ნარკოტიკი
ვის შემოაქვს საქართველოში სასიკვდილო კლუბური ნარკოტიკი

საქართველოში მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა. კვლევებით დასტურდება, რომ MDMA-ის სახელით რეალიზებული ნარკოტიკები ამფეტამინის ჯგუფთან ერთად შეიცავს ფენტანილსაც, რაც უმეტეს შემთხვევაში სასიკვდილო კომბინა...

საზოგადოება 1665082135

რეზნიკოვი.png
კრემლის მძიმე რეალობა: „რუსეთი მესამე ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯავშანჟილეტების და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს“ - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, თურქეთიდან აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი მესამე ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯავშანჟილეტების და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს. ამის შესახებ რეზ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1665080079

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 7 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 7 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების...

საზოგადოება 1665079740

სააკაშვილის მამა
„სირცხვილი და თავის მოჭრა ყველას“ - რა განცხადებას ავრცელებს ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოცქსელში წერს: „ეს რაც ხდება დღეს საქართველოში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სირცხვილი და თავის მოჭრა ყველას ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს.რა დღეში ჩააგდე...

პოლიტიკა 1665077648