დარწმუნებული ვარ უკრაინის, დასავლეთის და ე.ი. ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში, ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად! - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა • 1685714952 224

"2019 წლის მაისში დილის 8 საათზე, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა.
ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა იყო ის, რომ ვუთხარი ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ პუტინის სიგიჟის შედეგად ის გახდებოდა მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერი.
ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება.
ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს.
ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში.
საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად.
მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს ვლადიმერ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესეიგი ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.
ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად!"
წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" გამოქვეყნებილ წერილში,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (International Maritime Law Institute -IMLI) დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუ...
განათლება • 1695817369

თქვენი წყალობით ლუკა უკვე თურქეთშია, თუმცა დამატებით საჭიროა გახდა 1000 დოლარიანი კვლევა რომლისთვისაც მზად არ ვიყავით. ორი წლის ლუკა გორგოშაძემ გადაიტანა იშემიური ინსულტი, აქვს მარცხენა მხარის პარეზი...
საზოგადოება • 1695816900

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V...
საზოგადოება • 1695816120

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...
განათლება • 1695811715

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811593

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363