„დასავლელი პარტნიორები უკვე დაიღალნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ გვსურს "მეორე ფრონტი"- კალიურანდი

პოლიტიკა 1686216558    405

კალიურანდი

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება.

 

თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი არიან.

​კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს მიერ, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს.

ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ახლა აქვს შანსი წაიწიოს წინ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით და არვინ იცის, ეს ფანჯარა როდის დაიხურება. მისივე თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, პროგრესი არასრულია და ხშირად ზედაპირულია და ქვეყანა ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში.

 

"აზრი არა აქვს დამალვას, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტს შორის ურთიერთობა გასულ წელს იყო საკმაოდ ქარიშხლიანი და ქაოტური. ალბათ გახსოვთ ორი რეზოლუციაც, ერთი მედია თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ, მეორე კი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი დღეს ვიქნებით საკმარისად გულწრფელნი და განვიხილავთ ყველა, მათ შორის ძალიან რთულ საკითხებს.

 

ნება მომეცით დავიწყო პოზიტიური ნოტით: IRI-ს მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საქართველოში დაფიქსირდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რეკორდული რაოდენობა - 89%. სწორედ ამიტომ, საკუთარი ხალხისთვის და არა ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რომელიც საჭიროა ქართველი ხალხის სურვილის ასასრულებლად. ახლა არის დრო, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი დარჩება ის ღია. ის შეიძლება მალე დაიხუროს, ამიტომ ეს ისტორიული შანსი გამოყენებულ უნდა იქნას. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა არც თუ სასიამოვნო მომენტებს, თუმცა მანამდე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეს დამორჩილებას. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც მეგობრები, პარტნიორები და თანასწორები.

 

წლების წინ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტის მიმართულებით არის არასრული და ხშირად ზედაპირული. შედეგად, საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში." აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა "ქართული ოცნების" მხრიდან დასავლეთის მუდმივ დადანაშაულებას, თითქოს ვინმეს ქვეყანაში "მეორე ფრონტის გახსნა" სურს:

"მეორე საკითხი ის არის, რომ ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროპული ინსტიტუტებიდან და დასავლელი პარტნიორები უკვე დაღლილები არიან საქართველოს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე დავიყოლიოთ და ომში ჩავითრიოთ. ეს არის კრემლის პროპაგანდისტული ხრიკი და ეს არის ტყუილი. ჩვენ არ გვსურს ომი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი. " აღნიშნა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარმა ჩამოთვალა, რა პრობლემებია საქართველოში და რატომ ჩამორჩება ქვეყანა რეკომენდაციების შესრულების კუთხით, უკრაინასა და მოლდოვას:

"საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება არა იმიტომ, რომ რუსული ჯარების სოხუმიდან განდევნა ვერ მოახერხა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლო საქმეებია და მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის, იმის გამო, რომ არსებობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის ფაქტები, იმის გამო, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენას იყენებს დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმის გამო, რომ უცხოელი აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, იმის გამო, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ თემის უფლებების დაცვა შეადარა უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე, იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაა და ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ასევე იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთთან პირდაპირი ფრენები გაიხსნა.

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა და შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი. ერთი გზა მიდის ევროპული მომავლისკენ, მეორე კი წარსულში ბრუნდება. არჩევანი თქვენზეა." განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვარამია
“ჩემი ადგილი არის იქ, ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს: ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები… მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ...

პოლიტიკა 1695958878

დაკავება
ვინ არის 34 წლის ქართველი, რომელიც რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და რომელიც პოლონეთში დააკავეს

პოლონეთში, მოდლინის აეროპორტში საქართველოს 34 წლის მოქალაქე დააკავეს. მამაკაცი წითელი ცირკულარით იძებნებოდა.   ადგილობრივი პრესა წერს, რომ მამაკაცი რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის...

კრიმინალი 1695958741

შალვა ნათელაშვილი
„იმდენი გაგისივდათ ცხვირი...“ - ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

დღეს Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით კვლევის ავტორებს მიმართავს: ედისონ რისერჩის ს...

სოცმედია 1695958174

ხუხაშვილი
„ღია კარგების დაგინება და... გულში დედის დაგინება“ - რაზე საუბრობს გია ხუხაშვილი

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის - ღია კენჭისყრის ნაცვლად, ღია კარგების დაგინება ჩატარდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.    „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებ...

სოცმედია 1695957898

გიორგი თავდგირიძე
"არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასადურ დემოკრატიასო" - რას წერს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...

სოცმედია 1695932700

არჩილ გამზარდია
"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ" - რას წერს არჩილ გამზარდია

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული.  სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...

სოცმედია 1695932400