დაწესდეს შეზღუდვები უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის - საქართველოს მოქალაქეებმა პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

პოლიტიკა 1664039732    447

პეტიცია

საქართველოს მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებს, ასევე მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაციას და უძრავი ქონების შეძენას ეხმაურებიან და ამ პროცესებთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებენ.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვეთანხმებით მასში ჩამოყალიბებულ და დასაბუთებულ პირობებს, მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც ანგარიშვალდებულია ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და პასუხს აგებს მის უსაფრთხოებაზე:

  1. დაუყოვნებლივ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან (და დაუშვას ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკური მოტივით დევნილი პირები, რომლებიც დაიშვებიან საქართველოში მხოლოდ შესაბამისი გადამოწმებისა და დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში).

  2. დააწესოს მორატირიუმი უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის.

  3. შეუზღუდოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ეკონომიკური საქმიანობა (და ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს!).

მიგვაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში შემცირდება როგორც საგარეო და შიდა რისკები, ისე პუტინის რეჟიმის მიერ რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვის მოტივით საქართველოში პროვოკაციების მოწყობის რისკი", - წერია მანიფესტში.  

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პუტინი
8-წლიანი პატიმრობა რუსეთის არმიაზე „ყალბი ინფორმციის“ გავრცელებისთვის - პუტინის რეპრესიები გრძელდება

მოსკოვში მეშჩანსკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერი, კრემლის კრიტიკოსი ილია იაშინი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში. მოსამართლემ მას 8,5 წლით პატიმრობა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670589489

სევეროდონეცკი
მოკლულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე - რაშისტების სადიმზი დონეცკში

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა დონეცკის რეგიონში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. "რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 8...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670589212

შოკოლადი
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწ...

საზოგადოება 1670588748

იუსაიდი
საქართველოს ბანკისა და USAID - ის ხელშეწყობით უზბეკეთში ქართული და უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკმა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, უზბეკეთში ქართული ICT კომპა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1670588632

თუთბერიძე
„დედებს მო......თ“ - თეა თუთბერიძე

„კმარს“ ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე სოცქსელში წერს: „ან გახვალთ და დედებს მო......თ ამათ ყველას პირდაპირი გაგებით თავისი ივანიშვილიანად ისე რომ იმ შუშის კოლბას დაალეწავთ თავზე, ან არა და მერე თქვენი წ...

სოცმედია 1670588394

საბურთალოოო
საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქა...

საზოგადოება 1670587452