„დავაკვირდეთ, ვინ გააკეთებს დავით კეზერაშვილისთვის მხარდამჭერ განცხადებებს და დავსვათ კითხვა, ამ ნახევარი მილიონიდან რა წილი მოხვდა ყოფილი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლების ჯიბეში“ - შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1685984217    371

დეპუტატი

ყველას მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები აიღონ და გვერდით ხელშეკრულება დადონ, შემდეგ კი ივარაუდონ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების და ყოფილი დიპლომატების განცხადებების ყიდვა, რომლის საშუალებითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ქვეყნის გარეთ ხორციელდება.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის გარეთაა ჩამოყალიბებული. ჩვენ ვნახეთ მსგავსი სახის გარიგებები მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით, ახლა ვხედავთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. ასევე, ვნახეთ ამის შედეგები რა იყო. ამის შემდეგ იყო ნაყიდი სტატიები მედიაში, ნაყიდი რეპორტაჟები მედიაში, ნაყიდი ექსპერტები და ნაყიდი განცხადებები. ეს არის ჩვეულებრივი დასტური პოლიტიკური კორუფციისა. ამიტომ ამ მხრივ უნდა შევხედოთ და დავაკვირდეთ. ერთი მხრივ, გავიხსენოთ ყველა ის პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი, უცხოური მედია და ა.შ, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, თითქოს მისი წამება მიდიოდა, არასათანადო მოპყრობა და ა.შ. და დავსვათ კითხვა, იმ მილიონიდან შემთხვევით ხომ არ მოხდა გარკვეული წილი ყოფილ ელჩებთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილ ლიდერებთან, რომლებიც დღეს უცხო ქვეყნიდან საქართველოს ჭკუის დარიგებით და საქართველოს დისკრედიტაციით არიან დაკავებულები?

მეორე, დავაკვირდეთ დღეის შემდეგ ვინ გააკეთებს დავით კეზერაშვილისთვის მხარდამჭერ განცხადებებს და იქვე დავსვათ კითხვა, ამ ნახევარი მილიონიდან რა წილი მოხვდა ყოფილი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლების და ა.შ, ჯიბეში. ეს ჩემი აზრით, არის ნათელი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომლის წყალობითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ქვეყნის გარეთ ხორციელდება. აღმოჩნდა, რომ ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების და ა.შ. განცხადებები იყიდონ. ასევე, სტატიები, მედია რეპორტაჟები იყიდონ და საქართველოს რეპუტაცია ქვეყნის გარეთ გააშავონ. აი, ეს დასტურდება ნამდვილად. ყველას მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები აიღონ და გვერდით ხელშეკრულება დადონ, შემდეგ კი ივარაუდონ, რა თანხა მოხდა ამ ადამიანების ჯიბეში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ემიგრანტი ნეაპოლი
სასიხარულო ამბავი - ნეაპოლში გაუჩინარებული ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...

სოცმედია 1696019100

მოროშკინა
"ძალიან მაგრად მუშაობს სუსი! არ აგარევინებთ, არა!" – რას წერს ლალი მოროშკინა

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.

სოცმედია 1696018800

მეგი გოცირიძე
"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში..." - რას წერს მეგი გოცირიძე

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...

სოცმედია 1696018500

მამა თეიმურაზი
"რეანიმაციაში იმყოფება... გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ" - რა ინფორმაცია ვრცელდება მამა თეიმურაზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...

საზოგადოება 1696018200

სურამელაშვილი
"ჩემი კოცნები დამიბრუნე, 8 წლის განმავლობაში რომ გკოცნიდი..." - გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა.   @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili

სოცმედია 1696017900

მტვერი
"უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია..." - რა ვიდეოს ავრცელებს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.

სოცმედია 1696017300