პოლიტიკა • 1665069468 321
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი იმედოვნებს, რომ ქართული მხარე გაგებით მოეკიდება უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიხეილ სააკაშვილს კიევის სასამართლოს წინაშე გამოსვლის უფლებას მისცემს.
საუბარია ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, კიევის სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილს.
"დღის სტუმრის" ეთერში ჩართვისას უკრაინელი უფლებადამცველი ვადიმ ზავოროტინი განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს 2017 წლის ინციდენტზე, როდესაც პოროშენკოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან პოლონეთში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი უკრაინულმა სასამართლომ დაზარალებულად ცნო.
"რამდენიმე თვის წინ მივმართე შუამდგომლობით სასამართლოს მიეღოთ ზომები, მივმართე შუამდგომლობით კიევის სამოქალაქო სასამართლოს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი გარკვეული დროით გადმოეცეს უკრაინულ მხარეს, რათა სასამართლომ შეძლოს მისი დაკითხვა" - ამბობს უკრაინელი ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, უკრაინაში საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს ციხეში განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტზეც, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.
"დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული მხარე გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება, რადგან არსებობს გარკვეული პროცედურები, ეს არის დაცული საერთაშორისო კონვენციებით და არამხოლოდ ქართული და უკრაინული კანონმდებლობით. გვაქვს პროტოკოლი, რომელიც ქართულ კანონმდებლობაშიცაა გაწერილი. გამომდინარე პარტნიორული ურთიერთობებიდან, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკითხს გაგებით მოეკიდება და დაიწყება პროცესები და მიხეილ სააკაშვილი შეძლებს თავის დაცვას კიევის სასამართლოში" ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება და ქართული მხარე უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მესამე პრეზიდენტის ონლაინ რეჟიმში დაკითხვა, ადვოკატი პასუხობს:
"არ უშვებენ ადვოკატს, არ უშვებენ სახალხო დამცველს, როგორ შეიძლება ადამიანი ვიდეოკონფერენციის საშუალებით ნორმალურად დაიკითხოს? მას ხომ სჭირდება ადვოკატი თან? დაზარალებულს სრული უფლება აქვს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს. მე ვერ ვხედავ ვერანაირ შეზღუდვას, არ მოხდეს მისი გადმოცემა გარკვეული ვადებით" - ამბობს ადვოკატი.
კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იქნება, პატიმარი დააბრუნოს საქართველოში საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს. „მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1702016280
„ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნია მომღერალ ბაბი კირკიტაძის მიმართვას აზიარებს და საზოგადოებას ადამიანობისკენ მოუწოდებს. „რაღაც, ხომ არსებობს ხალხნო. ყველაფერი დავკარგეთ? ადამიანობა, ოჯახების პატივ...
სოცმედია • 1702015800
"მზად ვართ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. განცხადებაში წერია, რომ "სომხეთის რესპუ...
მსოფლიო • 1702009800
ტემპერატურული კომფორტის გარეშე სახლში ზედმეტად თბილი ტანსაცმლით სიარული ან პლედების მომარაგება გიწევთ, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ამიტომ მაღალი ხარისხის გათბობის სისტემების მონტაჟზე დროულად უნდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702009515
იატაკის გათბობა დღითი დღე უფრო მოთხოვნადი ხდება. მისი მთავარი უპირატესობაა ტემპერატურის თანაბარი გადანაწილება ოთახის მთელ ფართობზე. არსებობს წყალზე და ელექტრო სისტემაზე მომუშავე თბილი იატაკები. წყლი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702009391
"რა შეცდომები იყო დაშვებული პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, რატომ გაჭიანურდა უკრაინის ომი. მე ვფიქრობ რომ შეცდომა იყო, ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მიმართულ...
სოცმედია • 1702008900
ეს საინტერესოა • 1701977520
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი