პოლიტიკა • 1731411184
“ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე და დღეს ოფიციალურად ინდივიდუალური წერილით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი.“- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
თინა ბოკუჩავას განცხადებით - “ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე. დღეს გვინდა ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, პარტიული სიის წევრს, მათ შორის პარლამენტში არჩეულ პირს უფლება აქვს უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე. სახელმწიფო თანამდებობას პირი იკავებს მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით. კონსტიტუციის მითითებული ფორმა გამორიცხავს საჯარო თანამდებობის დაკავებისთვის რაიმე ფორმის იძულებას. პირი უფლებამოსილია უარი თქვას დეპუტატის მანდატის მოპოვებაზე და ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს სწორედ აქ, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებული წერილით თითოეული ჩვენგანისგან, რომელიც გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აღნიშნული უფლება ეფუძნება კონკრეტული პირის თავისუფალი ნების გამოვლენას და გამორიცხავს ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგისტრაციასა და დროებითი მანდატის გაცემას წინამდებარე განმცხადებლის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო და ჩვენ ეს ვიხილეთ მათ შორის გუშინ, როდესაც საქართველოს ევროპელი მეგობრები იმყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელსაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან და ჩვენ ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ ცესკოს არ აქვს უფლება ჩვენი საბუთები გადააგზავნოს პარლამენტში უფლებამოსილების ცნობის მიზნით.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პა...
პოლიტიკა • 1733471628
"რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...
პოლიტიკა • 1733471550
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...
პოლიტიკა • 1733468351
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია: "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...
პოლიტიკა • 1733468102
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...
პოლიტიკა • 1733466513
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...
პოლიტიკა • 1733466395
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი