ძალოვანი უწყება პროსტესტის ნიშნად კიდევ ერთმა პირმა დატოვა

პოლიტიკა 1635275790

სამეგრელო

,,ვტოვებ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძალოვან სტრუქტურას" - ყოფილი ძალოვანების უკანონოდ დაკავების და იარაღის ჩადების გამო, სამეგრელო - ზემო სვანეთის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, გოჩა კვარაცხელიამ სტრუქტურა დატოვა. 

კვარაცხელიას განცხადებით, მას არ შეუძლია იმუშაოს ისეთ გარემოში სადაც ადამიანებს აშანტაჟებენ და უკანონოდ აკავებენ. 

,,ვმუშაობ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. პროტესტს ვუცხადებ პოლიციის თანამშრომლების უკანონოდ დაკავებულების ბატონ ლექსო რაფავასა და სხვა პოლიციელებს, ვინც უკანონოდ არიან დაკავებულები. მე ვტოვებ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძალოვან სტრუქტურას" - აცხადებს კვარაცხელია. 

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, გვიან ღამით დაიწყო. დააკავეს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, ხოლო ზუგდიდში გაჩხრიკეს ასევე ყოფილი პოლიციელის, რუსლან შამახიას სახლი. იმავე დღეს სპეცოპერაცია ჩაატარეს თბილისში და დააკავეს კიდევ კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილიც. ორივე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439