ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „წელს 26 მაისის მთავარი სლოგანია „ევროპისკენ" - ამით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ისტორიულად სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ"

პოლიტიკა 1653568993

მიქაუტაძე

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს გამორჩეული ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მეცნიერისა და პოლიტიკოსის ნიკო ნიკოლაძის ქალაქიდან" -  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოკიდებლობის დღე ფოთიდან მიულოცა, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე უწყების მიერ მოწყობილი პავილიონები და სივრცეები დაათვალიერა.

„26 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. წელს ამ დღის მთავარი სლოგანია „ევროპისკენ", რითიც კიდევ ერთხელ გვსურს ვთქვათ, რომ ისტორიულად ჩვენ სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ფოთი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია - ნიკო ნიკოლაძემ აქცია ეს ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ამიერკავკასიაში პირველი, თბილისი-ფოთის რკინიგზა აიგო, გაშენდა ხიდები,  მოეწყო ნავსადგური, განვითარდა ვაჭრობა და მრეწველობა, განათდა  ქუჩები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო ფოთის მთავარ მოედანზე მოსულ მოქალაქეებს ბევრი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით და ისტორიული გამოფენით მასპინძლობს, სადაც, მათ შორის წარმოჩენილი იქნება საქართველოს ენერგეტიკის განვითარება და ევროპასთან დაახლოება. გარდა ამისა, გაიმართება სხვადასხვა სპორტული, ასევე საბავშვო აქტივობა და მუსიკალური შოუ.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში  სადღესასწაულო  ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში.  მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის,  „საქრუსენერგოს," ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სივრცეები და პავილიონები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540