"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

პოლიტიკა 1637955439    65

ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდან, რომლითაც დაკავებულია საქართველოს ხელისუფლება" - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში გააკეთა. 

ხიდაშელის განმარტებით ,,ქართული ოცნებისგან" არაფერი აღარ დარჩა და ის არ არის ძალა, რომელიც უნდა იყოს ხელისუფლებაში, რადგანაც მთავარი და ფუნდამენტური ღირებულებები მისთვის არ არსებობს. 

,,რასაც ეს დღეებია საკრებულოებთან მიმართებით ვხედავთ, ამაზე უფრო მეტად ჟანრის კლასიკა არ არსებობს, იმის დასამტკიცებლად, რომ აბსოლუტურად, ფუნდამენტურად, ერთმნიშვნელოვნად და ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“ და საერთოდ სხვა არაფერი მათ დღის წესრიგში არ არის.

ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდან, რომლითაც დაკავებულია საქართველოს ხელისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბიუჯეტს არ ამტკიცებს პარლამენტი ან საკრებულოები, ავტომატურად გრძელდება და მოქმედებს წინა წლის პარამეტრებით. ეს პრობლემა, რომ, ვთქვათ, ქალაქი ან რეგიონი ბიუჯეტის გარეშე დარჩებოდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

კარგი, წელს ამ ხრიკს მიმართეს და აბსოლუტურად უზნეოდ მოიქცნენ, მაგრამ 2022 წლის დეკემბერიც ხომ დადგება. მერე რა უნდა მოხდეს, ვის უნდა მიაღებინონ ბიუჯეტი, თუ ჰგონიათ, რომ უმრავლესობა ისევ მათ ექნებათ? აბსურდში არიან, ამიტომ ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში არის უკიდურესად მოკლე-მოკლე ნაბიჯებით სიარული, იმ წუთიერი ემოციის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის გაგრძელებაც არც „ქართული ოცნების“ ლიდერებს, არც მათ მხარდამჭერებს და არც მათ მთავარ ლიდერს აქვს დანახული", - განაცხადა ხიდაშელმა. 

შეგახსენებთ, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა დაჩწარებული წესით მიმდინარეობს და მას წინა მოწვევის საკრებულო განიხილავს, სადაც ,,ქართული ოცნება" უმრავლესობითაა წარმოდგენილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შუშანა
აქციაზე "დროას" აქტივისტზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

აქციაზე "დროას" აქტივისტ შუშანა მაცაბერიძეზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუ...

სამართალი 1643138387

მარგველაშვილი
სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება მორალური ტესტია - მარგველაშვილი

"მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება" , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: "მორალური ტესტი უკრა...

პოლიტიკა 1643138209

კელი დეგნანი
რუსეთისგან განსხვავებით, აშშ, ევროპა და საქართველო თავისუფლების ხედვას იზიარებენ - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემ...

პოლიტიკა 1643132148

დეგნანი
ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ ევროინტეგრაცია თავსებადია საქართველოს ტრადიციებთან - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით...

პოლიტიკა 1643130395

აქცია
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - მოქალაქეები შშმ მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ

აქცია თბილისში - ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.  მოქალაქეები ძალადობრივ სისტემას აპროტესტებენ და დამნაშავეები...

საზოგადოება 1643127007

პროკურატურა
ზუგდიდში პოლიციის მხრიდან ქალზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საგამოძიებო უწ...

სამართალი 1643125424