პოლიტიკა • 1709443903
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად უნდა მოიგოს, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
მისი თქმით, პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო კამპანიის დაწყებას ეხებოდა.
„ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები რეგიონებში. პირველი შეხვედრა გავმართე აჭარაში. ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში ათ რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს პარტიულ აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ახლა ყველგან, ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები, შეხვედრები რეგიონებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...
პოლიტიკა • 1733242641
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...
პოლიტიკა • 1733241037
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...
პოლიტიკა • 1733240540
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...
პოლიტიკა • 1733239998
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...
პოლიტიკა • 1733238950
"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......
პოლიტიკა • 1733238244
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი