პოლიტიკა • 1727787288
პრემიერ კობახიძის მოწოდებას, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური "მთავარი არხის" ეთერში ეხმაურება. გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას გიგაური ამბობს, რომ ეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებაა, თუმცა უნდა დაელოდონ საბოლოო გადაწყვეტილებას:
"ჯერჯერობით არ ვიცით რას მოიმოქმედებს ანტიკორუფციული ბიურო ჯერჯერობით ჩვენ ვიცით ის, რომ მთავრობამ სთხოვა მათ აბსოლუტურად არალეგიტიმური გადაწყვეტილება გააუქმოს. მთავარი ალბათ ის არის, რომ ეს არის ნამდვილად ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემ კოლეგას, მედიას, იმისთვის, რომ საზოგადოებას ჩვენთან დაკავშირებულ ამ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია მიაწოდეს და მე ვიტყოდი, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ვნახოთ რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო" ამბობს გიგაური. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პრემიერმა კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, TI-ს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...
საზოგადოება • 1728469283
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან. "გუშინ ევროპარ...
პოლიტიკა • 1728467766
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...
პოლიტიკა • 1728465140
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...
პოლიტიკა • 1728464809
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...
პოლიტიკა • 1728464459
ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი ი...
საზოგადოება • 1728463798
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი