"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

პოლიტიკა 1696266481    136

კარავი

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიზანი სამოქალაქო უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა, რაც გამოიწვევს ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის სივრცის შევიწროებას. შედეგად კი, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ქვეყნის დემოკრატიის, შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობის ხარისხზე.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციია წერს, რომ  საქართველოს კანონმდებლობაში არსებული გარანტიები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში, პროპორციულად განახორციელოს უფლებაში ჩარევა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებისთვის თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის განხორციელებას.

"2023 წლის დასაწყისიდან დღემდე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია ცდილობს სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების სივრცე კიდევ უფრო ინტენსიურად სხვადასხვა მეთოდით შეავიწროოს. ეს გამოიხატებოდა, მათ შორის, ინიცირებული რუსული კანონით; არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოიყენებით; სხვადასხვა დროს დემონსტრანტების მასობრივად უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკით, როგორც თბილისში, ისე, რეგიონებში; მათ შორის, ვიხილეთ, ასევე,  თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დაკავებული უფლებადამცველები, რომლებსაც სასამართლომ 27 სექტემბერს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობადააკისრა.

იმ პირობებში, როდესაც ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა თუ სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ნათელია, რომ თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის არსებული მდგომარეობა ქვეყანაში მზარდად რეპრესირებადია, ასევე, იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის შემდეგ (3.25) ისტორიულად ყველაზე დაბალია (3.04) ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი,[1] შემაშფოთებელია, რომ თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გრძელდება, რასთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

კერძოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლების[2] მიერ დაგეგმილი ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რომელთა პრაქტიკაში რეალიზებაც შესაძლოა დროებითი კონსტრუქციების განთავსების ბლანკეტურ აკრძალვას გაუტოლდეს.[3]

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას მიერ წარმოებულ საქმეზე განმარტა, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“. ამასთან, ნებისმიერი ჩარევა უფლებაში უნდა იყოს განჭვრეტადი და თანაზომიერი. კერძოდ, ადამიანმა ნორმის ანალიზით ცხადად უნდა შეძლოს, გაიგოს, თუ რა ტიპის ქცევას მოითხოვს მისგან კანონმდებელი, და, მეორე მხრივ, ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში უნდა ატარებდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს, და, უნდა იყოს უფლების ყველაზე ნაკლებ მზღუდავი საშუალება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული გარანტიები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში, პროპორციულად განახორციელოს უფლებაში ჩარევა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებისთვის თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის განხორციელებას.

შესაბამისად, ინიცირებული ცვლილებების მიზანი სამოქალაქო უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა, რაც გამოიწვევს ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის სივრცის შევიწროებას, შედეგად კი, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ქვეყნის დემოკრატიის, შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობის ხარისხზე.", - წერია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლენტიი
„უცნობმი პირი ჩემს მეუღლეს თავს დაესხა და მანქანიდან გასტაცა საფულე“

ჟურნალისტი რაულ ქირია სოცქსელში წერს: „გუშინ საღამოს უცნობმი პირი ჩემს მეუღლეს Nino ს თავს დაესხა და მანქანიდან გასტაცა საფულე სახლთან, სადაც კამერებმა დააფიქსირა აღნიშნული ფაქტი. პირი იდენტიფიცირებულ...

სოცმედია 1702102207

ანკა ვასაძე
ვიდეო: „13 წელია ერთად ვართ, მგონი, უკვე შეეჩვია.. დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა“ – ანკა ვასაძე

მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. „რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯ...

საზოგადოება 1702102133

ვაშაძე
„მოვუწოდებ ხატიასაც და ყველას, თქვენ საქმეს მიხედეთ - ჩვენ ჩვენი გზა, გეგმები გვაქვს მიშასთან და თანაგუნდელებთან ერთად“ - გიორგი ვაშაძე

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხაბეიშვილი იყო და ვაშაძე დაასვეს თავზე“, „სტრატეგ...

პოლიტიკა 1702101948

ჰერჩინსკი
„კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია“ - პაველ ჰერჩინსკი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართ...

პოლიტიკა 1702101814

სტეპ ოლიმპიადა
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  STEM ოლიმპიადაზე 200-მდე სკოლა დარეგისტრირდა

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1702101625

ოტელი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა

საქართველოს ბანკი, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, “გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა.   ა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1702101551