ევროსაბჭოს და ევროკომისიის წერილი სააკაშვილს: "ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვას და სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას"

პოლიტიკა 1642692678

სააკაშვილი

ევროპის უმაღლესი ორგანოების, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის კაბინეტების ხელმძღვანელები საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წერილს უგზავნიან.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო ბატონო მიხეილ, გმადლობთ 2021 წლის 14 ოქტომბრის წერილისთვის.

მივესალმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თქვენს გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.

მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.

საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.

პატივისცემით,

ევროპის კავშირის საბჭოს სახელით - ფრედერიკ ბერნარდი, პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი

ევროკომისიის სახელით - ბიორნ ზიბერტი, პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი" ,- ნათქვამია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ოდიშარია
„ბოდიში, თუ ივანიშვილი ტრიბუნასთან არ ჩამოდგება“ - ბექა ოდიშარია

“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძ...

პოლიტიკა 1711725191

ამინდი
ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ...

საზოგადოება 1711724762

ბორკილები
"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ" - ჯანდაცვაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ", - ამის შესახებ ჯანდაცვის სექტორში კორუფციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვი...

კრიმინალი 1711724664

ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316