„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება, რაც დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებაში“ - პაველ ჰერჩინსკი     

პოლიტიკა 1695797158    294

ევროკავშირის ახალი ელჩი

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება, რაც დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებს და მისი მხრიდან ხაზი გაესვა ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას.

„საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი, პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით  აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, რომლის კომენტარიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძის ყრილობაზე არშეშვებას ფორმალობა ვერ გაამართლებს - ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...

სპორტი 1701721800

ღოღობერიძე
"ნუ ხარჯავთ ამაში ფულს, არ გჭირდებათ... - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...

საზოგადოება 1701721500

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 7 დეკემბრამდე - ნახეთ, განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...

საზოგადოება 1701721140

ოთარ ფარცხალაძე
რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...

პოლიტიკა 1701719429

სახ
"ბედნიერი ამბები გვაქვს... ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა... ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...

სოცმედია 1701719400

მეგი გოცირიძე
"ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...

სოცმედია 1701719370