პოლიტიკა • 1629740217 9
ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ ელისო არჩაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" უერთდება.
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ამომრჩევლებო!
დასრულდა ჩემი მაჟორიტარობის 4 წელი, რომელიც მე "კახიანოურის" უბანს მივუძღვენი.
ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. მე ვეღარ ვახერხებ თქვენს დახმარებას სათანადოდ.
ვეღარ ვაგვარებ იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე არ მეძლევა ამის საშუალება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და დავრწმუნდი, რომ ამ გუნდში აღარც მომავალში მექნება თქვენთვის მეტის გაკეთების საშუალება.
მე მივიღე გადაწყვეტილება ვიბრძოლო ღირსეული, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ნამდვილად აქვს ძალა ქვეყნის მომავალი შეცვალოს!
დღეიდან, ბატონი გიორგი გახარიას გუნდში მე უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ამ ქალაქისთვის, ვიდრე ეს როდესმე გამიკეთებია, რადგან ეს არის გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ცვლილებებია.
მე არსად არ მივდივარ. ვრჩები თქვენთან და ვაგრძელებ ბრძოლას პარტია "საქართველოსთვის" სახელით.
ბრძოლას უიმედობისა და სიღარიბის დასრულებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი უნიკალური ქალაქის განვითარებისთვის.
მე ამის საშუალება და ბერკეტი მომეცა ახლა ისე, როგორც არასდროს.
მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.
მადლობა იმ ნდობისთვის, რასაც აქამდე მიცხადებდით! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
წინ, საქართველოსთვის!", - წერს ელისო არჩაია სოციალურ ქსელში.
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...
სოცმედია • 1702066800
ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...
კრიმინალი • 1702066500
სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...
შემთხვევა • 1702066200
თბილისში ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ახალგაზრდას დამ, ქეთი ლებანიძემ განუცხადა, მისი ძმა სახლიდან გუში...
საზოგადოება • 1702065900
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.
ეს საინტერესოა • 1702065300
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...
საზოგადოება • 1702064744
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი