იოსებ ხახალეიშვილის მორიგი ტყუილი - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მტკიცებით, ქუთაისის ოპერის თეატრში მომღერლებს კოვიდი აქვთ და ბურჭულაძის მიღება ამიტომ ვერ მოხერხდა

პოლიტიკა 1635287837

იოსებ ხახალეიშვილი

,,სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოსს კოვიდი დაუდასტურდა" - ,,ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის მტკიცებით, მსოფლიო საოპერო ბანის, პაატა ბურჭულაძის ქუთაისის ოპერის თეატრში შეშვება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ რამდენიმე მომღერალს კოვიდი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან, საკუთარი ,,facebook"-ის გვერდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

,,მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით და თქვენ იმიჯს ნუ შეილახავთ. სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოსს კოვიდი დაუდასტურდა.

გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

ვინ ცრუობს რეალურად მსოფლიო ბანი თუ, ხახალეიშვილი ამის დადგენა ძალიან მარტივად, ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინა ლომინაძის მიერ, მედიისთვის მიცემული ინტერვიუთი შეიძლება, სადაც ლომინაძე ამტკიცებს, რომ პაატა ბურჭულაძე ოპერის თეატრში თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო არ შეუშვეს და ინფორმაცია კარანტინის შესახებ მტკნარი სიცრუეა. 

,,მე ვინც მიცნობს იციან, რომ მე ტყუილს არ ვიკადრებ... ეს არის ჩემი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, იმიტომ რომ მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე... ასეთი ტყუილი, როგორ შეიძლება, რომ იკადრო, თურმე მე იმიტომ გამოვაცხადე კარანტინი თეატრში, რომ ბურჭულაძე მოდიოდა", - განაცხადა ლომინაძემ მედიასთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, მსოფლიო საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელსაც ქუთაისის საოპერო დასთან გასაუბრება სურდა, გუშინ 26 ოქტომბერს ოპერის თეატრში არ შეუშვეს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439