„იქნა აღებული კანონის და საერთაშორისო წესის მოთხოვნის უხეში დარღვევით სისხლის ანალიზი“ - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

პოლიტიკა 1670052484    492

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილს ნიმუშები, სავარააუდოდ, არასწორად აუღეს.

 

კოკა კაციტაძის უწყების გამომძიებელი არასწორ ქმედებებში მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ამხილა. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან საგანგებოდ „ვივა მედში“ მისულმა გამომძიებელმა სააკაშვილს ნიმუშები სისხლიდან და შარდიდან აუღო.

 

ეს არის მეთოდი, რომელიც თავის დროზე გერმანელმა ექსპერტებმა გამოიყენეს, თუმცა მაშინ მოწამვლა ვერ დადგინდა. განსხვავებით ამერიკელი ტოქსიკოლოგებისგან, რომლებმაც ნიმუშები თმის ღერიდან და ფრჩხილიდან აიღეს.

 

ამ დასკვნით კი დადგენილია, რომ სააკაშვილის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი წარმოადგენს მძიმე მეტალით მოწამვლის შედეგს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ აღებულ იქნა საექსპერტო ნიმუშები. აღებული იქნა სისხლის ანალიზი და შარდის ანალიზი. გაეროს და ჯანმოს პროტოკოლებით, სისხლით და შარდით ხერხდება მძიმე მეტალების აღმოჩენა ორგანიზმში. დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები. ამერიკელმა ექსპერტმა მერე ამაზე გასცა სათანადო დასკვნა. ახლა ამის საწინააღმდეგო არგუმენტად, იმისთვის, რომ პიარი ატყდეს, პიარის ელემენტებს შეიცავს და არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, მაინც იქნა აღებული კანონის დარღვევის წესით დადგენილი საერთაშორისო წესის მოთხოვნის უხეში დარღვევით სისხლის ანალიზი. როგორც ჩანს, გამოძიებამ გადაწყვიტა მოკლე გზის მოძიება, რომ საქმეში ჩააკრას ფაქტობრივად არაფრისმთქმელი დოკუმენტი, რომ სააკაშვილის სისხლში არ აღმოჩნდეს მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენს გამოძიება. უკვე წინასწარ ვიცი, რა იქნება პასუხი. ეს არის დაუშვებელი მტკიცებულება და ჩვენ ამაზე სასამართლოში შუამდგომლობას დავაყენებთ“. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 31 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამ...

საზოგადოება 1675099680

შალვა ნათელაშვილი
„ტუფლები გვიჭერს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი „ტიკ ტოკზე“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე  მიმართა პოლიტი...

სოცმედია 1675094860

პაკისტანი
დაღუპულია 34 ადამიანი - აფეთქება მეჩეთში

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...

მსოფლიო 1675091969

ნაყოფია
კობა ნაყოფიამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭოც დატოვა

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...

პოლიტიკა 1675091339

სექსი
წყვილს 1000 დოლარს ჩუქნიან, თუ...

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.   გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...

ეს საინტერესოა 1675090556

ხოფერია
„არაკაცია“ - ხათუნა ხოფერია ენმ-ს ახალ თავმჯდომარეზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:   “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...

სოცმედია 1675089931