ივანიშვილების რუსული ქონება - OCCRP "ოცნებას" პასუხობს, რომელმაც გამოძიებას "ცრუ ინფორმაცია" უწოდა

პოლიტიკა 1723637903

ივანიშვილი

ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OOCRP) საქართველოს მმართველ პარტიას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისა მისი მეუღლის რუსულ ქონებაზე ჟურნალისტურ გამოძიებას "ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული" უწოდა, განცხადებით პასუხობს.

OCCRP-ის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.

OCCRP-მა და მედიის პარტნიორებმა 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას ამ წლის დასაწყისში გადაეცა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ეხმაურება OCCRP-ის გამოძიებას, "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, გიორგი გრძელიშვილმა დაწერა: "1998 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ უყიდია" და დასძინა, რომ "სტატია ეფუძნება ცრუ ინფორმაციას".

OCCRP-ის პასუხში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე ჩატარდა და მათ არ განუცხადებიათ, რომ ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.

ორგანიზაციის გამოქვეყნებულ პასუხში ასევე წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ გამოავლინა ინფორმაცია ხვედელიძის ქონების შესახებ, მათ ასევე მოიხსენიეს 2022 წლის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას ოფშორული სტრუქტურის მეშვეობით. ფირმის ამჟამინდელი მფლობელი უცნობია, თუმცა ფინანსური ჩანაწერების საფუძველზე სავარაუდოა, რომ ის კვლავ ივანიშვილს, ან მის ოჯახს ეკუთვნის.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გამოძიების მთავარი დასკვნა, თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" წევრმა კახა კალაძემ, როგორც ჩანს, გამოიყენა ეს ასპექტი, რითაც ყურადღება გადაიტანა ხვედელიძის ქონებიდან," - წერია OCCRP-ის პასუხში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰელსინკის კომისია
„MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს, ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში, მხარი დაუჭიროს“ - ჰელსინკის კომისია

 "MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...

პოლიტიკა 1725808634

ივანიშვილი
„კონსტიტუციაში ეკლესიის როლს ავსახავთ იმ ფორმით, როგორსაც იმსახურებს“ - ბიძინა ივანიშვილი

გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...

პოლიტიკა 1725808293

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
"რომ არა ბატონი ბიძინა დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს -  ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...

პოლიტიკა 1725807825

მონა ჩიგოგიძე
ვიდეო: "რუსის მონა" - მოქალაქე დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს

ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს.   ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...

პოლიტიკა 1725807332

ენმ
რაჭაში, ენმ-ს წევრს ავტომობილი დაუზიანეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...

პოლიტიკა 1725806071

ცესკო
ცესკო: 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...

საზოგადოება 1725804776