კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

პოლიტიკა 1713947697

კალაძე ივანიშვილი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯილდო 30 მილიონი ლარი იქნება, რაც მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა.

„მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე სათანადოდ დაუფასდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მთლიანად ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს.

„მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს. მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა.  ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
„გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოცქსელში წერს: გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება რომელსაც გადაჭარბების გარეშე მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს.ის ბევრად აღემატება ბ...

პოლიტიკა 1733231137

ევროპელი მწვანეები
„EU-მ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველი ხალხს "ოცნების" ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებით“ - "ევროპელი მწვანეები"

ევროპელ მწვანეთა პარტია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მკაცრად გმობს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ძალადობრივ პასუხს საპროტესტო აქციებზე, მათ შორის...

პოლიტიკა 1733231037

ნიკა გვარამია
„საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისულფების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოცქსელში წერს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისულფების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა.წარმოებაში არმიღების (როგორც აღმოჩნა, 1 კვირის წინანდელი) განჩინ...

პოლიტიკა 1733230193

ხარხელი დოდი
დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა, აქტივისტის სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს

აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პოლიციამ სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. პოლიციის ცნობით, ხარხელის სახლში მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლ...

პოლიტიკა 1733230027

მოლდოვის პრემიერი
"5 დღეა ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ" - მოლდოვის პრემიერი

"მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს," - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერმინისტრი დორიან რეჩანი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.   "ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩ...

პოლიტიკა 1733229935

ღვინო
"თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან; ივანიშვილი არის პუტინის მსახური; ამ ომს მოვიგებთ!" - მეღვინეების მიმართვა

მეღვინეები საზოგადოებასა და პროფესიულ ჯგუფებს მიმართავენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. მწვავე განცხადება ფეისბუქ-გვერდზე "ღვინის ოსტატები" ვრ...

პოლიტიკა 1733229484