კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

პოლიტიკა 1716381015

კალაძე

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული  შეფასებაა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უკავშირდება. გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს- გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს.სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება.

ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რადგან ეს თურმე, არადემოკრატიული ქმედებაა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ ამით არის გაჯერებული, არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, შინაარსობრივი განხილვა და ახსნა-განმარტება არ ყოფილა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე - ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ.

„კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს. მეგობრებო, დასკვნები თქვენთვის მომინდია, მე კი ჩემი მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ინტერესები არ გაიცვლება არაფერში.აღნიშნული კანონი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის. ისინი ფინანსდებიან დასავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოს თუ ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ამის შესაჩერებლად გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ - მტერი.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთავაზებები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში მექსიკიდან შესვლა, რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება აღარ მოუწევთ. ეს კონკრეტული ნაბიჯები თუ გადაიდგმება, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, ჯანსაღი პარტნიორობისა და ურთიერთობებისთვის და მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომელიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ეხება.

„ის, რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, ისეთი რამე გაგვაკეთებინოს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან. საქართველოს შეეშვან და თავი დაანებონ. ჩვენ ომიც გამოვლილი გვაქვს და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გამოვიდა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ და თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთონ. ჩვენ არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, არაა მეგობრობა, არაა ჯანსაღი ურთიერთობები. ჩვენი ქვეყნის სხვისი ინტერესებისთვის გამოყენება და იგივე მდგომარეობაში ჩავარდნა, რაც უკრაინაშია, მიუღებელია.

ჩვენი პარტნიორებიმოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებას, მეორე ფრონტის გახსნას, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას. ეს არაა დემოკრატია და ევროპულობა.თავიანთი განცხადებებით სწორედ ისინი უწევენ ევროპასდისკრედიტაციას. ჩვენ დღეს მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება, პარტნიორები და ჯანსაღი ურთიერთობები გვჭირდება და ამისთვის მზაობა გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გუბაზ სანიკიძე
„პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“ - გუბაზ სანიკიძე

დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერშ...

პოლიტიკა 1718258252

თილისის სპორტის ქალაქი
„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გ...

საზოგადოება 1718258179

საქბანკი
საქართველოს ბანკი ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად  5 თანამშრომელს სრულად  დაუფინანსებს

  საქართველოს ბანკისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს სხვადა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1718258109

თსუ- SDSU
ჯაბა სამუშია SDSU-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU)  მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ახალ ეტაპს დაესწრო.  ღონისძიებაზე საუბარი შეეხო პარტნიორი უნივერსიტეტების ცნობადობის ამა...

განათლება 1718258027

ობრაიენი
„ერევანი-ბაქოს შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის EU-ში ინტეგრაციას დააჩქარებს“ - ობრაიენი

ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციას მხოლოდ ერევანი-ბაქოს შეთანხმება დააჩქარებს. ამის შესახებ მან რა...

პოლიტიკა 1718257861

ევრო დოლარი
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 13 ივნისს - ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 13 ივნისს - ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით:   1 აშშ დოლარი - 2.8664;1 ევრო - 3.0834;1 ფუნტი - 3.6564;1 ლირა კი 0.0885 ლარი ეღირება.

ბიზნესი & ეკონომიკა 1718257699