კახა კალაძე: ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური განცხადებებით

პოლიტიკა 1716378780

კალაძე

„ჩვენ მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ვენეციის დასკვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნა, ნაცვლად სამართლებრივი შენიშვნებისა, პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და განმარტება, თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ცუდი. გვქონდა მოლოდინი, რომ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ შესწორებები გაგვეკეთებინა. თუმცა,  მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით. ისინი სამართლებრივ მსჯელობაში არ შესულან. გვითხრეს, კანონი გაიწვიეთო. არადა კანონი არის გამჭვირვალობის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, ამის დეკლარირება მოახდინონ და საზოგადოებას უთხრან, თუ რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები. წარმოუდგენელია, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა პოლიტიკური მესიჯები.

„ვენეციის კომისიას აზრს რომ ეკითხები, ეს ნორმალური პროცესია. ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი, შინაარსობრივი, კონკრეტული ფაქტები, თუ რატომ არის კარგი ან რატომ არის ცუდი. როდესაც ეს ყველაფერი არ არსებობს წარმოდგენილ დასკვნაში და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ „მესიჯებს“ შეიცავს, ძალიან მძიმეა.  მძიმეა ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა და ანტისამთავრობო მიტინგებზე გამოსვლები, იგივე პირდაპირი მოწოდებები კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ, უხეში ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ვინმეს კოლონიაა. ნუ ექნებათ ეს დამოკიდებულება.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. პატივს ვცემთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და არასდროს ვიკადრებთ, რომ რომელიმე მეგობარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩავერიოთ, განცხადებები და მოწოდებები ვაკეთოთ. საფრანგეთმა თუ მიიღო, აშშ-ში თუ მოქმედებს და სხვადასხვა ქვეყანაში, რატომ არ შეიძლება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს იგივე კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და დეკლარაციის წარდგენას ითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ქვეყანაში არიან წარმოდგენილი? ეს ხომ არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დორტმუნედია
ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე დაპირისპირება მოხდა

დორტმუნდის სტადიონზე ქომაგებს შორის დაპირისპირებაა - ადგილზე მყოფი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების ინფორმაციით, ტრიბუნებზე დაპირისპირება თურქმა ქომაგებმა დაიწყეს, როდესაც საქართველოს ნაკრების გულშე...

სპორტი 1718723651

სალომე ზურაბიშვილი
"გამარჯვება ბიჭებო" - პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებს

"გამარჯვება ბიჭებო" - ამ სიტყვებით ამხნევებს დორტმუნდში ჩასული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.   დორტმუნდის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველო:თურქეთის თამა...

საზოგადოება 1718722917

აშშ ელჩი
„რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი პარტიასთან, ვინც აფინანსებს ოკუპანტს?“ - აშშ-ის ელჩი ჩინეთზე

რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთი...

პოლიტიკა 1718722846

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი
„რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს“ - დანიგანი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერმინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკ...

პოლიტიკა 1718722744

შოთაძე
"კანდიდატი არსებობს" - ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს

ვინ აღმოჩნდება ირაკლი შოთაძის ადგილმონაცვლე? - მთავარი საგამოძიებო უწყება ქვეყნის პირველი გამომძიებლის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც შოთაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.   "პირველები" შეეცადა, გაერკ...

პოლიტიკა 1718719430

ჩერგოლეიშვილი
„ასეთ ოლქში შევედით პატრიარქის, ზვიადის და მიშას მტრებად შერაცხული „ელჭიპიტი იეღოვლები“ ბიძინასთან საჭიდაოდ“ – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „გრძელი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.გუშინ ერთ გონიერ ადამიანს შევხვდი და მასთან საუბრითაა ინსპირირებული. (ამის მერე ფ...

სოცმედია 1718719090