კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ განადგურებულია უკრაინის 20%, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ღარიბაშვილი
პოლიტიკა • 1686042410 300

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კახოვკას კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ხელისუფლება სწორედ ამიტომ საუბრობს ყოველდღიურად მშვიდობაზე".
ღარიბაშვილმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინის ტერიტორიების 20% უკვე განადგურებულია და ომის დასრულების ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე რეალური მცდელობები არ ჩანს.
"ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ეს ახალი არ არის, კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები მიწასთანაა გასწორებული. კახოვკის ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ და მე მგონიო, ვერავინ ხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს. პირიქით, ვხედავთ, უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა.
როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული. მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს", - თქვა ღარიბაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (International Maritime Law Institute -IMLI) დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუ...
განათლება • 1695817369

თქვენი წყალობით ლუკა უკვე თურქეთშია, თუმცა დამატებით საჭიროა გახდა 1000 დოლარიანი კვლევა რომლისთვისაც მზად არ ვიყავით. ორი წლის ლუკა გორგოშაძემ გადაიტანა იშემიური ინსულტი, აქვს მარცხენა მხარის პარეზი...
საზოგადოება • 1695816900

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V...
საზოგადოება • 1695816120

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...
განათლება • 1695811715

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811593

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363