„ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც კრემლთან სრულ ჰარმონიაშია“ - "ლელო"

პოლიტიკა 1695891146    189

ლელო

სერგეი ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც კრემლთან სრულ თანხვედრაში და ჰარმონიაშია - ნათქვამია "ლელო საქართველოსთვის" პარტიის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ლავროვის განცხადებით
მორიგ ჯერზე დადასტურდა "ოცნების" ხელისუფლების პრორუსული კურსი:

 

„ჩვენ უკვე გვსმენია კრემლის დასტური, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა საქართველოს მთავრობამ გამოთქვა. დღეს ლავროვმა ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზების“ და ფრენების აღდგენის საკითხზე.

მაშინ, როდესაც რუსეთის დამნაშავე რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო საზოგადოების იზოლაციის საგანია, საქართველოს რუსული ხელისუფლება ურთიერთობებს აღრმავებს სწორედ კრემლთან და პარალელურად ურთიერთობებს ანადგურებს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან.

საერთაშორისო კონტექსტიც რომ დავივიწყოთ, იმ ფონზე, როდესაც გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების დარღვევა, მცოცავი ანექსია, მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა და ე. წ. დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან, ორმხრივ ურთიერთობათა ნორმალიზებაზე რაიმე საუბარი ცინიზმის მწვერვალია.

დღეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს რუსეთის მსახური ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ევროპული მომავალი”, - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ ფრენები საქართველოსთან, ღარიბაშვილის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად აღდგა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აერ
საქართველოდან გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა

საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა,...

საზოგადოება 1701719100

გია ხუხაშვილი
"ელექტორალური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია უკვე გაყოფილია..." - გია ხუხაშვილი

„პროცესი, რაც მიმდინარეობს კანონზომიერია. კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ დაწყებულა. მეტსაც გეტყვით, ელექტორალური თვალსაზრისით ეს პარტია დიდი ხანია უკვე გაყოფილია...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმ...

პოლიტიკა 1701719068

ვანო ნადირაძე
"დღესდღეობით უკვე გვაქვს ოპერატიული პლაცდარმი რამდენიმე ადგილას" - რას წერს ვანო ნადირაძე

"მოკლედ დავწერ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში ტაქტიკური პლაცდარმი შექმნიდან უკვე გადავედით ოპერატიულ პლაცდარმზე. აქამდე იყო ტაქტიკური პლაცდარმი, მუშაობდნენ სიღრმეში დაზვერვის ჯგუფები საა...

სოცმედია 1701718740

ნუცა
"ქართველ მაფიოზს ვგავარ“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში მაიამიდან ახალი ფოტოები გაავრცელა.

სოცმედია 1701718438

ასტროპროგნოზი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დამღლელი და დაძაბული დღეა. მოსალოდნელია სირთულეები ურთიერთობაში და კამათი. დროა გადაწყვიტოთ, გსურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ არა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ წასულის ნაცვლად ახალი ადამიანები...

ეს საინტერესოა 1701718320

საბურთალო
საბურთალო“ აჭარაზე ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის. კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვან...

საზოგადოება 1701716999