„ლელომ" ბაღდათსა და ვანში მაჟორიტარობის კანდიდატები  წარადგინა

პოლიტიკა 1631900102

ლელო

 

დღეს „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა  ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ჰქონდა ვანში.

ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება ძლიერი  და ნიჭიერი გუნდი, რომელიც ჰყავს „ლელოს". პარტიას აქვს ძლიერი ხედვები, რის შედეგადაც ქვეყანა გახდება ფინანსურად ძლიერი და ადამიანებს გაუჩნდებათ იმედი.

„დღეს ჩვენი ქვეყანა რელსებიდანაა გადასული და საჭიროა დავაბრუნოთ ჩვეულ რეჟიმში. აუცილებელია ადამიანებს დავანახოთ ის საქმეები რისი გაკეთებაც შეგვიძლია. „ლელოში" არიან ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ საქმიდან და ზუსტად იციან, როგორ წარმართონ ქვეყნის მომავალი სასიკეთოდ. მე მჯერა ჩემი გუნდის და ზუსტად ეს გუნდია რომელიც ქვეყანას სჭირდება. ზუსტად ამ გუნდიდან გვყავს ადამიანები, რომლებიც დღეს წარვადგინეთ, დიმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გოჩა ჭრელაშვილი, წითელხევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაბრიელ ღიბრაძე, როხი-ვარციხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა მახარეიშვილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი რეგიონის საჭიროებები, იციან რა პრობლემის წინაშე დგას და როგორ შეიძლება მისი გადაჭრა,"-ანა ნაცვლიშვილი.

ბაღდათის შემდეგ, ანა ნაცვლიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ვანში, სადაც მოსახლეობას კანდიდატებთან ერთად არჩევნებზე მოსვლის საჭიროებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

ვანში სოფელ დიხაშხოს, ძულუხის, სულორისა და ისრითი მაჟორიტარობის კანდიდატი „ლელოდან" დათო კოპალეიშვილი იქნება, რაც შეეხება მუქედისა და ციხესულორის სოფლებს იქ გიორგი ჭიქაძე იყრის კენჭს. ამაღლება, ინაშაური, ბზვანი და ბაძგში დარეჯან რიჟამაძე იბრძოლებს.

ანა ნაცვლიშვილის, თქმით ვანში წარდგენილი კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებსაც  უყვართ თავისი რაიონი, იციან რა სჭირდებათ ხალხს და აქვთ უნარი გააკეთონ საქმე, რომელიც ხალხს სჭირდება და ადამიანებზეა მორგებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534

ჩვილი
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელ...

საზოგადოება 1711644163

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
ვიდეო: „ასეთი “სუნიანები” არიან... დაუბანლები” ეთიკურადაც” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...

სოცმედია 1711643685

გოკა გაბაშვილი
„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე... დარასელიადან - კვეკვესკირამდე“ - გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! - გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” - ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელი...

სოცმედია 1711641685

სევასტოპილი თვთმფრინავი
სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-35  ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-ის არხები ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711641588

მგელი
ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა. შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი...

საზოგადოება 1711640472