„მაქვს პატივი გელაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილის სახელით“ - წითლიძის კრიტიკული გამოსვლა ევროპარლამენტში
პოლიტიკა • 1686220678 414

„მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილის სახელით - ასე დაიწყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ გამოსვლა ევროპარლამენტში.
გამოსვლაში მან ისაუბრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემქმნელზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლზე, მის ტყვეობასა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომაორეობაზე, პოლიტპატიმრებსა და კანდიდატის სტატუსზე. ასევე, საქართველოს მოქალაქეების იმ 89% ზე, რომელთა არჩევანიც არის ევროპა, იმ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს საქართველოს, ოლიგარქიულ კლანზე და საქართველოში არსებულ კორუფიაზე.
მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ის ახლა ციხეშია, პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებითსთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია.
გეოპოლიტიკური შესაძლებლობა რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას.
თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავალის დასაცავად, რუსულო კანონის წინააღმდეგ.
2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა - ძნელად წარმოასადგენი იყო რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდა არის ის რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში.
ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქაცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. კიდევ უფრო მეტი ვიდრე აქ ავღნიშნავ.
მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები - საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად - ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს". - განაცხადა წითლიძემ.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 29 სექტემბერს - ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი - 2.6832;1 ევრო - 2.8270;1 ფუნტი - 3.2719;1 ლირა კი 0.0979 ლარი ეღირება.
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695959978

დავით ზურაბიშვილი: “იარე ლიზას” გამო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაც გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, მაგრამ ხანდახან თავს ვიტყუებთ, რომ თითქოს არ ვიცით ან თითქოს ყველაფერი სხვანაირადაა....
სოცმედია • 1695959825

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მთავარი არხის ეთერში, ამბობს:ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენ...
პოლიტიკა • 1695959631

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ "პირველებს" დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. სოფო მდინარაძე გიორგი გახარიას პარტიაში საზოგადოებასთან ურთ...
პოლიტიკა • 1695959507

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას? 10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცე...
პოლიტიკა • 1695959362

ლელა კაკულიას გვერდი აქვეყნებს წინასწარმეტყველებას, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა. „გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა: 2023 წლის 8 აგვისტო ამწ...
სოცმედია • 1695959204