მასალის 6 წუთ-ნახევარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავთ სასწრაფოდან, არ გვაქვს - ნიკა გვარამია

პოლიტიკა 1642790620    119

გვარამია

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 6 წუთ-ნახევარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის, შიდა რაკურსით გადაღებული, არ არის.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში, მოტყუებითა და ძალადობრივად გადაყვანის კადრებზე:

"ახლა გავეცანით ისევ იგივე ეპიზოდებს იმიტომ, რომ ჩვენ პირველადი დათვალიერების შემდეგ, რაღაც შეკითხვები გვქონდა და ეხლაც ზუსტად ტაიმ კოდებით დავთავლეთ და 6 წუთ-ნახევარი მასალა აკლია ზუსტად იმ ვითარებას, როცა ის გადმოჰყავთ სასწრაფოდან.

თითქოს ითიშება კამერა, მაგრამ ყველაზე მთავარ ადგილას როგორ შეიძლება გაითიშოს კამერა და როგორც აგვიხსნეს, ამაზე ექსპერტიზაა დანიშნული, რამდენად ეს კადრი არის გათიშვით გამოწვეული, თუ ელემენტის დაჯდომით მართლა. ამის დადგენა შესაძლებელია და რამდენად შესაძლებელია ასევე აღდგენა ამ მასალის, თუ ის არსებობდა.

6 წუთ-ნახევარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის, შიდა რაკურსით გადაღებული, არა გვაქვს. აქ არ არის ყოველ შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, საკმარისია მასალა იმისთვის რომ ყველაფერი დადგინდეს რაზეც ვსაუბრობდით, მაგრამ ეს მასალა რომ არ არის, ეს უკვე ამბავია.

მეორე, რაც მე და მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს, ეს არის გორის კადრები ე.წ. საათის ეპიზოდი. ეს ჯერჯერობით საქმეში არ არის, გამოთხოვილია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ჯერჯერობით არ მოუწოდებია. იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირაში გავეცნობით", -  განაცხადა ნიკა გვარამიამ ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხიდურელი
მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" სახელით მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ტრადიციულად, როდესაც ყველა აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" უერთდება დღესასწაულს და თბილისში წარმოდგენილები ვართ სამეწარმეო ბაზრობით, რომელშიც მონაწილეობენ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1653553577

მაკრონი
ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოუწოდებს, ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქიცების ევროპულ პოლიტიკას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან წერილი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიწერა. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დროს, როგორც არასდროს, აუცილე...

პოლიტიკა 1653553279

გივი სიხარულიძე
„გაცოფებული ვარ“ - გივი სიხარულიძე ლევან ბერძენიშვილზე

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. როგორც აღნიშნა, უკიდურესად გაბრაზებულია. „ერთ რამეს გეტყვით და ზუსტად ისე დაწერეთ: მე შვილივით მიყვარს და ძ...

საზოგადოება 1653553059

ვოლსკი
„მადლობა ეკუთვნის “ - რისთვის უხდის გია ვოლსკი ელისო ბოლქვაძეს მადლობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 26 მაისთან დაკავშირებით სოცქსელში წერს: „ხვალ, ჩვენი ხალხის და ქვეყნის საპატივცემულოდ, Radio France, საეთერო დროის ძირითად ნაწილს დაუთმობს ქართულ ფოლკლორულ და კლასი...

სოცმედია 1653552386

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავი...

საზოგადოება 1653552153