„მიიღეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება“ - მეღვინეების მიმართვა ევროკავშირს

პოლიტიკა 1701759818

ევროკავშირი

მეღვინეების მიმართვა ევროკავშირს - 178 მეღვინე ევროკავშრის ელჩს საქართვლში ღია წერილით მიმართავს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

 

"ჩვენი თხოვნაა, მიიღოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულმა ღვინომ გაიკვალა გზა თავის ბუნებრივ ეკოსისტემაში - ევროპაში, სწორედ ასე დაიმკვიდროს დამოუკიდებელმა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი ადგილი თავისუფალი სამყაროს ევროპულ ოჯახში", - ნათქვამია წერილში.
მათი განცხადებით ათწლეულების მანძილზე პოსტსაბჭოთა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა დამოკიდებული იყო რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე, ამიტომ ქართულ ღვინოს მათი თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფოში სტაბილური, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების პირობები სჭირდება, ამისთვის კი ქვეყნის ევროინტეგრაცია გადამწვეტი პირობაა.

"ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რაც, ცხადია, ყოველგვარ პერსპექტივას უზღუდავდა მას, ღირსეულად წარდგენილიყო ღვინის მაღალი კულტურით გამორჩეული ქვეყნების წინაშე.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ღვინომ რუსეთის ემბარგო იწვნია და ღვინისა და ყურძნის წარმოების სექტორები სასიცოცხლო საფრთხის წინაშე დადგა, სახელმწიფომ ბუნებრივად დაიწყო ზრუნვა წარმოების ხარისხის გაუმჯობესებასა და „ქართული ღვინის“, როგორც ბრენდის რეფორმაზე. ამ საქმეში კი ჩვენ გვერდით იდგნენ ღვინის ევროპელი პროფესიონალები, გავლენიანი მედია, ევროპული ორგანიზაციები და ფონდები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეებს, ვისაც მანამდე შეზღუდული ჰქონდა ფინანსებზე წვდომა, ევროპული ფონდების დახმარებით მიეცათ შესაძლებლობა, მამა-პაპათა საქმიანობისთვის ეკონომიკური ღირებულება მიენიჭებინათ.

დარგის მიკრო, მცირე და საშუალო მოთამაშეთათვის ფინანსებზე წვდომის თანასწორი შესაძლებლობები, ხარისხიანი განათლება და კოოპერაციული კულტურის გამომუშავება მეწარმეების გაძლიერების მიზნით, რაც მთავარია, ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება და სანაცვლოდ ექსპორტის გაზრდა სტაბილური ეკონიმიკისა და ღვინის მაღალი სამომხმარებლო კულტურის ქვეყნებში". - აცხადებენ მეღვინეები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ივანიშვილი
„იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა უჟმურად შეხვდა ხალხს და იყო უხასიათო“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოცქსელში წერს: იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა უჟმურად შეხვდა ხალხს და იყო უხასიათო. ნიღაბიც იმიტომ ეკეთა, რომ სულ უფრო ნაკლებად ენახათ ის სახე, რა სახეც მერე ყველამ ვიხ...

სოცმედია 1721274926

ნოზაძე
„გინდათ ისეთი კითხვა დამისვათ, ამრიოთ, დამრიოთ, არ გამოგივათ რა… აქ მოვედი 2012-ში, ახლაც და როცა არჩევნები იქნება, ყოველთვის მოვალ – საქართველო ირჩევს „ოცნებას“ - რამაზ ნოზაძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე მმართველი გუნდის მხარდამჭერები – ცნობილი სპორტსმენი, რამაზ ნოზაძე და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ხატია სიჭინავაც იმყოფებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ კი...

საზოგადოება 1721272608

ნიკო უილიამსი
„დედამ ესპანეთამდე უდაბნო ფეხშიშველმა გამოიარა, რათა ჩვენ პურის ფული გვქონოდა, ეს გამარჯვება დედას ეკუთვნის” - ნიკო უილიამსი

კვირას, ბერლინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი უდავოდ გახდა ესპანელი ნიკო უილიამსი. ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელ...

სპორტი 1721272465

ლევანტეს ადმინი
ვინ არის „ლევანტეს“ ფეისბუკ გვერდის ადმინი, რომელიც პოსტებს ქართულად წერს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლამ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ხელსაყრელი მომენტი მოგვიტანა. საფეხბურთო სამყარომ გაიგო, რომ არსებობს გუნდი, „ჯვაროსნები“, რომლებიც დასახული მიზნისთვის, ქვეყნისა და გულ...

სპორტი 1721272225

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დღეს დოლარს და ევროს - ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები

1 აშშ დოლარი -2.6975 ლარი ეღირება;1 ევრო - 2.9492 ლარი;1 ფუნტი - 3.5151  ლარი; 1 ლირა კი 0.0815 ლარი;

ბიზნესი & ეკონომიკა 1721271908

გიორგი უშიკიშვილი
"ვდგები თქვენ გვერდით" - გიორგი უშიკიშვილი ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობის ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა.   უშიკიშვილის განცხადებით, ახლა ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიცი...

საზოგადოება 1721271686