პოლიტიკა • 1700483945 107
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არაუგვიანეს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.
მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სამინისტროსთან აქციის მონაწილეეობს მოუწოდა, რომ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
"მინდა შევეხო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ქრონოლოგიურად, თანმიმდევრულად ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეები პროტესტს სამინისტროსთან, რომელიც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს. მე ეტაპობრივად მოგახსენებთ ამის თაობაზე, რატომ ვფიქრობთ ჩვენ ასე. პირველ რიგში, დავიწყებ, ლიცენზიის გაცემის პროცედურით, არსებობს კითხვა, რომ თითქოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უკანონოდ გასცა ეს ლიცენზია. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ. ამ პროცესს მანამდე თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები და აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს "ფეისბუქ" გვერდზე და სხვა საშუალებებით ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს ქვეყანაში",- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, შეიძლება ვისაუბროთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შესაძლოა არ იყო სათანადო და მეტი იყო სასურველი. შამუგიას განცხადებით, უმოკლეს დროში, არაუგვიანეს თვის ბოლოს, გარემოს ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. მინისტრი აცხადებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდეს.
შამუგია ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეებს წერილობითაც მიაწოდეს ინფორმაცია.
"მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის სამართლებრივი პროცესი და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად, არაუგვიანეს თვის ბოლოსი", - თქვა მინისტრმა.მან ასევე განაცხადა, რომ სრული სიცრუეა თითქოს ტყე გაიყიდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...
შემთხვევა • 1701807901
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701807832
"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...
სოცმედია • 1701807300
ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...
ეს საინტერესოა • 1701807000
"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?.... სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...
სოცმედია • 1701806700
"ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...
სოცმედია • 1701806100
ეს საინტერესოა • 1701804900
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი