"მიშას მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ჩვენ ამ გამარჯვებით ერთი ნაბიჯი გადავდგათ მომავლისკენ" - ხატია დეკანოიძე

პოლიტიკა 1635284513

ხატია დეკანოიძე

,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აკეთებს ყველაფერს მობილიზაციისთვის ხელისუფლება, მე თვითრეფლექსიისთვის მინდა გითხრათ, მაშინაც მონოლითური იყო ხელისუფლება და მე მახსოვს ძალიან კარგად, რომ ჩვენივე მიყვანილმა ადამიანებმა ჩვენს წინააღმდეგ მისცეს ხმა, მე მახსოვს ბოლო შეკრება ნაციონალური მოძრაობის, რომელიც ძალიან მალე დასრულდა და არ იყო ის მუხტი, რაც უნდა ყოფილიყო, მე ეს ყველაფერი მახსოვს და ძალიან კარგი ანარეკლია"- ეს განცხადება ენმ-ს ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, გადაცემა ,,რეაქციაში" გააკეთა. 

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს სიძულვილის გაღვივება და ამის ნათელი მაგალითი იყო, რუსთავის ციხესთან გამართული აქცია, როდესაც ქუთაისიდან ე.წ. ძველი ბიჭები წაიყვანეს 7 ავტობუსით. 

,,ციხესთან გამართულმა აქციამ ძალიან გულისწყრომა გამოიწვია ბევრი ქუთაისელისთვის და ასევე საჯარო მოხელისთვის, ეს იყო თავიდან ბოლომდე სუს-ის ორგანიზებით გაკეთებული აქცია და ამავდროულად შეურაცხმყოფელი ქუთაისისთვის. რაც არ უნდა რიხით და სიძულვილით ისაუბრონ, ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ, პოლიტიკურადაც და იტორიულადაც, რეზინა აღარ არის დრეკადი, გახისტდა და გაწყდება", - განაცხადა დეკანოიძემ. 

საუბრისას ის მიხეილ სააკაშვილს და მისი თავისუფლების საკითხსაც შეეხო, დეკანოიძის თქმით ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რეაქცია იქნება ძალიან ხისტი და ერთ დღეს ეს ძალიან დიდ ტალღაში გადაიზრდება ისე, როგორც უკრაინაში, იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში მოხდა. 

,,მიშას მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ჩვენ ამ გამარჯვებით ერთი ნაბიჯი გადავდგათ მომავლისკენ. ჩვენთვის, ,,ნაციონალური მოძრაობისთვის" სრულიად გათვითცნობიერებული არის, რომ ვისწავლოთ თანაცხოვრება ყველასთან ერთად.

მე მახსენდება იულია ტიმოშენკოს პოლიტპატიმრობის ამბავი და ისე აზვირთდა ჩვენი დასავლელი პარტნიროების მხრიდან ყველაფერი რომ იყო დიდი დაწოლა და გვახსოვს რეჟიმი როგორ შეიცვალა. თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას წაუცდება ხელი და იკადრებენ ყველაფერს და გადახაზავენ საქართველოს მოქალაქეების ნებას, ეს დაუჯდება ძალიან მაღალი ფასი და ამის თქმა შემიძლია თამამად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან გამომდინარე, ყველა ადეკვატურად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხალხის ნების უგულებელყოფა არავის არ გამოუვა", - განაცხადა დეკანოიძემ.  

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439