"მხარი დაუჭირეთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას" - NGO-ის წერილი საელჩოებს

პოლიტიკა 1701694748

პოლიტიკა

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იტალიის ელჩს შეხვდნენ და ერთობლივი წერილი გადასცეს, რომელსაც ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ორგანიზაციები წერილით ითხოვენ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მკაფიოდ დაინახონ სამოქალაქო საზოგადოების ურყევი პოზიცია.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების განცხადება, შეხვედრები ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივიტანოთ გზავნილები და ვთხოვოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერა ჰქონდეს, როდესაც უკვე გადაწყვეტილებაზე მიდგება საკითხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტატუსი ბევრი მიმართულებით და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს გვაძლევს საშუალებას საქართველოში ეროვნულ დონეზე დაიწყოს სასამართლო რეფორმა, რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით", - აცხადებს ორგანიზაცია "სამართლიანი გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი.

ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების წევრი რაფიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ამ წერილით ითხოვენ, "მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და ამ ისტორიულ მომენტში მიანიჭონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი".

""14-15 დეკემბერს, როდესაც იქნება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების დღე ევროპული საბჭოს მიერ, ვთხოვთ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და ამ ისტორიულ მომენტში, მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი და ამით კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე ნება და სურვილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა", - აცხადებს კაკაბაძე.

 

იტალიის საელჩომდე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საბერძნეთის საელჩოშიც იმყოფებოდნენ. ამასთან, მათ მსგავსი წერილები გადასცეს საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებსაც.

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა
გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.   როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრ...

საზოგადოება 1730880257

კალაძე სკვერი
16 და 19 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს - ჩეხეთში.   როგორც დედ...

საზოგადოება 1730880163

სააპელაციო ლიდერები
სააპელაციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები არ შეუშვეს

სააპელაციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები არ შეუშვეს. პოლიტიკოსებს სურდათ, საარჩევნო დავების განხილვას დასწრებოდნენ, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.   "ძლიერი საქართველოს...

პოლიტიკა 1730879949

მემუარები
"ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი" - ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა

დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ამერიკაში ოქროს ხანა იწყება: ჩვენ გამოვაჯანმრთელებთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ახლა დახმარება სჭირდება. მოვაგვარებთ საზღვრის პრო...

მსოფლიო 1730879794

სააპელაციო პოლიცია
სააპელაციოსთან პოლიციის კორდონი ჩააყენეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოება და ის ადამიანები იკრიბებიან, ვინც თვლის, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა არჩევნების შედეგები გააყალბა. აქცია ჯერ არ...

პოლიტიკა 1730876953

ტრამპი
„აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა“ - Fox News

Fox News-ის მონაცემებით, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის უკვე 277 ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ...

მსოფლიო 1730876859