„მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა“ - საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს

პოლიტიკა 1718261250

წერილი

 
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს - ორგანიზაცია პრემიერს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებები დაუყოვნებლივ აღკვეთოს.

პლატფორმა კობახიძეს საკუთარი უფლებამოსილების პირნათლად შესრულებისკენ უბიძგებს და წერს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაში მონაწილე თითოეული პირის იდენტიფიცირება და დასჯა დროულად მოხდეს.

ბატონო ირაკლი, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს, როდესაც აქტიურ მოქალაქეებს ჯგუფურად ღიად ესხმიან თავს და უსწორდებიან მოძალადეები. თავდასხმები ხდება მოურიდებლად როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე მათ საცხოვრებლებთან. მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღიურია და აშკარად სისტემურ ხასიათს ატარებს. ძალადობის ტენდენციას ხელს უწყობს პოლიტიკოსების სრულიად მიუღებელი განცხადებები, სადაც დანაშაულის გამართლება ხდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად წახალისებულიცაა.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, მიუღებელია, ხოლო მისი გამართლება ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი ქმედებაა, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან.

გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ხელისუფლების, და პირადად თქვენი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, მოვალეობაა ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ძალადობის აღკვეთა. უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი სიკეთეა, რომლის დასამყარებლადაც თქვენ გადმოცემული გაქვთ ყველა სახელისუფლებო ბერკეტი.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს ყველა მოძალადის გამოვლენა და სამართლიანი დასჯა. ასევე, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში იქნენ მიცემული ამ ქმედებების ორგანიზატორები, რომელ ჯგუფს და უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ.

იმედს ვიქონიებთ, რომ აღასრულებთ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობას, დროულად და დამაჯერებლად დაამყარებთ საზოგადოებრივ წესრიგსა და მშვიდობას განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევებში არსებობს ამ მოვლენების ამსახველი კადრები.

საქართველო და მისი მოქალაქეები ვიმსახურებთ მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას,“ - აღნიშნულია წერილში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765