„მოვითხოვთ, „ოცნებამ“ შეწყვიტოს პრორუსული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია, დადუმდნენ, პირი ამოიკერონ“ - სერგო ჩიხლაძე

პოლიტიკა 1679575539    569

სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სერგო ჩიხლაძე "ქართული ოცნებისგან" მოითხოვს, რომ შეწყვიტონ ანტიდასავლური კამპანია და ნუ წაართმევენ ქვეყანას იმ მცირე შანსს რაც ევროინტეგრაციის კუთხით აქვს

"ბოლო დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენ მოვისმინეთ სენატორ შაჰინის განცხადება, რომ ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების" მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიულ კურსს. მოვისმინეთ ჩვენი დიდი მეგობრის, კუბილიუსის განცხადება გუშინ, რომ ასევე "ქართული ოცნება" ეღობება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას. ასევე მოვისმინეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია კურსს. ამავე დროს ვისმენთ განცხადებას, რომ მათ მოძებნონ გზები, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. ამის ფონზე "ქართული ოცნება" დილიდან ჩართულია ანტიდასავლურ კამპანიაში, დილიდან ჩვენ ვისმენთ კობახიძის, ვოლსკის, კალაძის განცხადებებს და ყველა ამ ადამიანს აგინებენ, ამბობენ, რომ ისინი აცდენილნი არიან რეალობას. აკეთებენ პირდაპირ პრორუსულ განცხადებებს, განსაკუთრებით, მერი კალაძე და მთლიანად უნდათ, რომ მოსპონ ის მცირედი შანსიც კი, რაც საქართველოს და ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, კი არ მოვუწოდებთ, არამედ მოვითხოვთ "ქართული ოცნებისგან", რომ ეს დღეები მაინც, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არის თბილისში ჩამოსული, შეწყვიტონ, დადუმდნენ ეს ანტიდასავლური ისტერია. შეწყვიტონ პრორუსული განცხადებები. დადუმდნენ, პირი ამოიკერონ რამდენიმე დღე მაინც, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და ეს რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ ჩვენი კანდიდატის სტატუსი არ დაიკარგოს საბოლოო ჯამში" - სერგო ჩიხლაძე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინა კონტრშეტევა
ჰესის აფეთქება კონტრშეტევას ვერ შეაჩერებს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომ გათავისუფლებას ვერ შეაჩერებს - " მტრის მზაკვრული ქმედებები, რომელიც ქმნის სოციალურ და ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1686046822

ფესტი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნას...

საზოგადოება 1686046606

ევექსი
ევექსი ჰოსპიტლები EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოცია...

ბიზნესი & ეკონომიკა 1686045974

სტოლტენბერგი
ეს აღმაშფოთებელი ქმედება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში - იენს სტოლტენბერგი

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში,"  წერს N...

მსოფლიო 1686043385