პოლიტიკა • 1657183253
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიი ბოლოს, ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში მიიღო შემაჯამებელი რეზოლუცია, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დოკუმენტში გამოთქმულია "ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან გადაუჭერელი კონფლიქტის გამო და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად განხორციელების აუცილებლობას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების".
დოკუმენტი კონფლიქრის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და ჩაერთონ დიალოგში, რათა მიაღწიონ ყოვლისმომცველ და გრძელვადიან მშვიდობას "უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობით“.
"მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში", - აღნიშნულია რეზოლუციაში.რეზოლუცია გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებლ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებები ირღვევა, ისინი ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლები არიან, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებები იშლება, იცველბა.
საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...
სპორტი • 1711684688
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...
სოცმედია • 1711684382
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...
სპორტი • 1711684182
ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...
სოცმედია • 1711683779
ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...
სპორტი • 1711682034
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...
მსოფლიო • 1711681850
ეს საინტერესოა • 1711653738
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1711567860
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი