"მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან" - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

პოლიტიკა 1660049859

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო რუსეთის სპეცსამსახურების ხელში ქართველი მებრძოლების პირადი მონაცემების აღმოჩენის საკითხს ეხმაურება.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას.

კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში შესაბამისი სამსახური დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძეე
„გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას“ - კახა კალაძე კელი დეგნანზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა.   კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანი აგრძელებს დიპლომატიურ ურთიერთობას აც...

პოლიტიკა 1713525088

კალაძე
„რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და  განაცხადა, რომ  აღნიშნული კანონპროექტის  გაწვევის საფუძველს...

პოლიტიკა 1713524978

ზავარდაშვილი
„დეგნანი არის აგენტი“ - ირმა ზავრადაშვილი

"[კელი] დეგნანი არის აგენტი", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკას.   საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქა...

პოლიტიკა 1713524879

სამ
პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან სამადაშვილი გააძევა

პარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია მიმდინარეობს, სალომე სამადაშვილი გააძევეს. სამადაშვილმა დარბაზიდან გომელაურს მიმართა, ამის გამო კი პარ...

პოლიტიკა 1713524817

სპეცრაზმელელბი
"მადლობა ყველაფრისთვის" - ვახტანგ გომელაური აქციაზე პოლიციელების მუშაობით კმაყოფილია

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, პოლიციელების მუშაობით კმაყოფილია. გომელაური ამბობს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ად...

პოლიტიკა 1713524767

კალაძე ახალი ახალი
„რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და  განაცხადა, რომ  აღნიშნული კანონპროექტის  გაწვევის საფუძველს...

პოლიტიკა 1713524668