მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს - ომბუდსმენი 1 ივნისს ბექა გრიგორიადისის დაკავებაზე

პოლიტიკა 1685703171

ლაზარეს მამა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 28 მაისის შემდეგ თვალს ადევნებს საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბექა გრიგორიადისის მიერ დაწყებულ უწყვეტ პროტესტს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა გრიგორიადისი 2023 წლის 1 ივნისს, აქციის მიმდინარეობისას, კარვის გაშლის დროს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ უფლებას, ადგილზე, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით, კარავი განეთავსებინა.

მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პოზიციის სისწორეს ადასტურებს, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება. განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე.

ამავდროულად, 1 ივნისს, მედიის საშუალებით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მშვიდობიანი შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები წაართვეს, სრულიად გაუგებარი მიზეზით და  უხეში ფორმით, რაც არ მოდის შესაბამისობაში სამართალდამცავთა ვალდებულებასთან, ხელი შეუწყონ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534