"ოცნებას" სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან" - ფუკუიამა

პოლიტიკა 1716232091

ფუკუიამა

"ოცნებას" სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან," - ამის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის ფუკუიამამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, "ქართული ოცნება" აშშ-თან ურთიერთობით დაინტერესებული არ არის, რადგან მათ მოსკოვთან დაკავშირება სურთ.

 

"ქართულ ოცნებას" სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. არ მგონია, ისინი განსაკუთრებულად განაწყენდნენ ფაქტით, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ, [საქართველო] ევროკავშირის ნაწილი იყოს. ასე რომ, ისინი არ იქნებიან უკმაყოფილო იმით, რომ ეს [კანდიდატის] სტატუსს დააზარალებს. ასევე არ მგონია, რომ ახლა ისინი განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით, რადგან მათ მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნიათ.

აქამდე, ეს ერთგვარად ფარული მოტივი იყო. ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ და რუსებს ევროპული სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ. რუსებისთვის ევროპული სანქციების თავის არიდებაში დახმარებით, ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ. საქართველოს გავლით, რუსეთში ბევრი ევროპული საქონელი გადის. მაგრამ, ოფიციალური პოზიცია მაინც ის იყო, რომ მათ სურდათ, სქართველო ევროკავშირის და შესაძლოა ნატოს წევრიც კი ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ყოველთვის ცრუობდნენ. მათ ნამდვილად არ სურთ ეს შედეგი. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინასთან ომში, მომენტუმი თითქოს რუსეთისკენ იხრება. ამან „ქართული ოცნება“ გაათავისუფლა, რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღია იყოს," - განაცხადა ფუკუიამამ.
პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ აშშ უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს.

 

"მიმაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, საქართველოს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი. ვფიქრობ, ადმინისტრაციის ყურადღება ბევრ სხვა რამეზეა მიმართული, რაც მსოფლიოში ხდება - უკრაინის ომი, ომი ღაზაში, მოახლოებული არჩევნები. ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ იმას, რაც საქართველოში ხდება, რადგან, საქართველო ძალიან პატარაა, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი, რუსეთის უფრო ფართო გეგმის, რაც მისი გავლენის აღდგენას ისახავს მიზნად. ასე რომ, იმედი მაქვს, ისინი დაიწყებენ უფრო მკაცრი სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერას და ნათლად გამოხატავენ თავიანთ წინააღმდეგობას იმის მიმართ, რაც ხდება ან რასაც აკეთებს „ქართული ოცნება," - განაცხადა მან.

 

ფუკუიამამ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ "ბერკეტების ყველაზე დიდი წყარო, საქართველოში გარკვეული პირების მიმართ, მიზანმიმართული სანქციების დაწესებაა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისეთი ზოგადი სანქციების გამოყენება, როგორც [იმ] უვიზო რეჟიმის გაუქმებაა, რომელსაც ევროპა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ვფიქრობ, შესაძლებელია ზოგადი სანქციების იმგვარად მოდიფიცირება, რომ ვიზები მოითხოვონ პირებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების [წინააღმდეგ მიმართულ] კანონს, ასევე ზოგიერთ საკვანძო თანამდებობის პირს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში, ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლის, მათი ხმების ჩახშობის მცდელობის უკან დგანან. ვფიქრობ ეს იქნება ბევრად ეფექტიანი გზა, სანქციების უფრო შეზღუდული, მაგრამ მიზანმიმართული გამოყენებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შოთაძე
"კანდიდატი არსებობს" - ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს

ვინ აღმოჩნდება ირაკლი შოთაძის ადგილმონაცვლე? - მთავარი საგამოძიებო უწყება ქვეყნის პირველი გამომძიებლის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც შოთაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.   "პირველები" შეეცადა, გაერკ...

პოლიტიკა 1718719430

ჩერგოლეიშვილი
„ასეთ ოლქში შევედით პატრიარქის, ზვიადის და მიშას მტრებად შერაცხული „ელჭიპიტი იეღოვლები“ ბიძინასთან საჭიდაოდ“ – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „გრძელი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.გუშინ ერთ გონიერ ადამიანს შევხვდი და მასთან საუბრითაა ინსპირირებული. (ამის მერე ფ...

სოცმედია 1718719090

თემირლან
"ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული" - სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაჩალიკაშვილის საქმეზე

 სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეხმაურება 2024 წლის მარტში ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით. უწყება ამბო...

სამართალი 1718718939

ფეიქრიშვილი
ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო  ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმედის დღ...

საზოგადოება 1718718854

თსუ-სირაკუზა
ვორქშოფი საერთაშორისო სისხლის სამართალში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ვორქშოფს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებს...

განათლება 1718718763

პრადო
 სპეციალური პირობა  ახალ ტოიტა ლენდ კრუიზერ პრადოზე

,,თიბისი დაზღვევის”  მხარდაჭერით, “ტოიოტა ცენტრ  თეგეტამ” ახალი  Land Cruiser Prado წარადგინა. სრულიად განახლებული Land Cruiser Prado-ს პრეზენტაცია ბათუმსა და საირმეში  შედგა და ახალი Prado უკვე  ხელმ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1718718685