„ოცნების“ სკანდალური კულუარები საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდა ივანიშვილი 2 თვის არჩეულ მარგველაშვილს გადადგომას

პოლიტიკა 1695959362    335

მარგველაშვილი ივანიშვილი

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას?

 

10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" გასკდა.

 

ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის უფლება-მოსილების გადანაწილების გამო სიტუაცია იმდენად დაძაბული იყო, რომ საქმეში პოლიტკიდან "წასული" ოლიგარქი ჩაერთო.

 

"ლელოს" ერთ-ერთ ლიდერი და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი "რეაქციას" შეხვედრის დეტალებს უმხელს - უსუფაშვილის თქმით, შუშის სასახლეში 2013 წლის ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრას 4 ადამიანი, პრეზიდენტი მარგველაშვილი, ახლადარჩეული პრემიერი ღარიბაშვილი და პარლემნის თავმჯდომარე, ანუ დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

 

ირკვევა, რომ დაპირისპირების მთავარი მიზეზი უშიშროების საბჭოს შესახებ კანონი იყო, უსუფაშვილის თქმით, "მსჯელობისას აღმოჩნდა, რომ სხვადასხვაგვარად ესმით საკუთარი როლები ახალ პრემიერ ღარიბაშვილს და ახალ პრეზიდენტ მარგველაშვილს".

 

10 წლის შემდეგ, გაირკვა ისიც, რომ მას შემდეგ რაც, მხარეებმა (მარგველაშვილი-ღარიბაშვილი) შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საქმეში ისევ ივანიშვილი ჩაერთო და "ორი მეგობარი" (მარგველაშვილი-ივანიშვილი) ცალკე გავიდა. იქიდან გამოსულმა მარგველაშვილმა კი თქვა, რომ გადადგომას აპირებდა.

 

შეუთანხმებლობის პროცესში - რაღაც პერიოდი ორნი - მარგველაშვილი და ივანიშვილი, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ცალკე გავიდნენ. იქიდან გამოსულებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ... მარგველაშვილმა (თქვა) არ მიღირს მე პრეზიდენტობა. არ არის ეს სკამი ის, რომელსაც უნდა გამოვეკიდო და ვიდაო, თუ სხვანაირად გესმით, კი ბატონო, ამ დღიდან დაიწყო ის, რომელზეც ჩემზე გაავრცელეს, რომ მე დავდიოდი თითქოს მარგველაშვილის დასარწმუნებლად რომ გადადექიო. ბევრს დავდიოდი, რომ ეს არ ქნა," - ამბობს უსუფაშვილი.
დღევანდელი "რეაქციიდან" გაირკვა ისიც, რომ  მაშინ მარგველაშვილის გადადგომა წინა საახალწლო დღეების გამო ვერ მოხდა.

 

"ყველას ესმოდა, რომ ცუდი იყო, ამით მიელოცათ ხალხისთვის ახალი წელი. ამიტომ გადაწყვეტილების გამოცხადებამ ერთი კვირით გადაიწია. მაშინ გაჩნდა ის ფანჯარა, როდესაც რაღაცები შესაძლებელი გახდა"- აღნიშნა "ლელოს" ლიდერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრანსპორტი
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?!" - რას წერს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...

სოცმედია 1702066800

პოლიცია
სცემეს, ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვიდეო გადაუღეს და მანქანის გადაფორმება აიძულეს - უმძიმესი დანაშაული ციხისძირში (ვიდეო)

ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...

კრიმინალი 1702066500

ყინვა
ტრაგედია რუსეთში - წლინახევრის ბიჭუნამ დახურული კარი ვეღარ გააღო და დერეფანში გაიყინა

სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...

შემთხვევა 1702066200

ეძებენ
ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ

თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი 27 წლის ნო­დარ ლე­ბა­ნი­ძეს ეძე­ბენ. რო­გორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას დამ, ქეთი ლე­ბა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმა სახ­ლი­დან გუ­ში...

საზოგადოება 1702065900

ახალი წელი საათი
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსის რჩევები (ვიდეო)

როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.

ეს საინტერესოა 1702065300

საქართველო ნაძვისხე
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია

საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...

საზოგადოება 1702064744