"პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა"- ევროპარლამენტარებმა თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს

პოლიტიკა 1642790802

ევროპარლამენტარები

"პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ჟან მონეს დიალოგში" მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა... თბილისში, 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი ავრცელებენ:

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც "ჟან მონეს დიალოგის" თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიალოგში მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა. ვიზიტი მიზნად საქართველოს პარლამენტთან "ჟან მონეს დიალოგის" პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლას ისახავდა, რომლის მიზანიც, უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება იყო.

"ჟან მონეს დიალოგის" პროცესი მედიაციის მოქნილი და დადასტურებული ინსტრუმენტია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესის გათვალისწინება შეუძლია. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპისთვის არ შესრულებულა.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად.

ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში და მზად ვართ, საქართველოს პარლამენტს ამ საქმეში დავეხმაროთ. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს მომავალში ჟან მონეს დიალოგის პროცესის ხელშემწყობი ნაბიჯების გადასადგმელად საფუძველი მოამზადოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863