პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პოლიტიკა 1631871413

მელია

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ენმ-ს თავმჯდომარის, გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიასთვის, მისივე განცხადების საფუძველზე, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მელიას განცხადების დაჩქარებით განხილვა რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მოხდა:

„დღევანდელ სხდომაზე ერთი საკითხია, რადგან სხვა მიმდინარე საკითხები კომიტეტის სამუშაო დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ არის. ერთი საკითხი იყო სახელმწიფო სიმბოლიკებთან დაკავშირებით და საკითხი მომხსენებელმა ითხოვა საკითხის გადადება და ამიტომ აღარ განიხილება. საკითხი, რომელიც დღეს განიხილება, ჩვენი მხრიდან, თავად კომიტეტის მხრიდან აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისგან, რამე თუ ჩვენ მკაფიოდ განსაზღვრული გვაქვს რეგლამენტისა და კონსტიტუციის მიხედვით ასეთი ტიპის განცხადებაზე რა ვადებში და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება, ამიტომ ჩვენ ზუსტად იმ კალენდარულ და იმ არითმეტიკულ ვადებს მივყვებით, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ამ შემთხვევაში რეგლამენტის მიერ. წინა შემთხვევაშიც როცა შემოტანილი იყო ბევრი დეპუტატის განცხადება, მაშინაც ჩვენ ვადების მიხედვით, მკაცრი დაცვით განვიხილეთ ეს საკითხები. როგორც იცით, ეს საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ახლაც თავიდან ბოლომდე მივდევთ ამ მოთხოვნებს. თუ აქ არსებობს რაიმე პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ნება, ეს არის განმცხადებლის პირადი სურვილი, რით არის ეს გამოწვეული, მან უნდა ახსნას ალბათ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ არის ჩვენი კომიტეტის პრეროგატივა, ჩვენ ამას გადავცეთ ბიუროს და როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, არ ვიცით, ეს რიგითი იქნება, თუ რიგგარეშე შეტანილი იქნება ეს საკითხი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900