პეტიცია რუსეთში სამუდამო პატიმრობამისჯილი მამუკა გაწერელიას მხარდასაჭერად

პოლიტიკა 1709475422

მამუკა გაწერრელია

"მამუკა გაწერელიას გადასარჩენად!" - მოქალაქეებმა ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, მხარდამჭერი პეტიცია შექმნეს, რომელსაც რუსეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მოქალაქეები ხელისუფლების დახმარებას სთხოვენ და ოფიციალური პირებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან.

 

"მამუკა გაწერელია სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ იყო  დაჯილდოვებული სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო წარმატებებისათვის. თავადაც აფხაზეთიდან დევნილს, რომლის მამაც აფხაზეთის ომის მონაწილეა, გულმა ვერ გაუძლო, როცა ტელევიზიით უდანაშაულო ადამიანების, მოხუცებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტას უყურა და მოხალისედ წავიდა უკრაინაში. თავგამოდებით ებრძოდა საერთო მტერს - რუსეთს, რომელმაც უკრაინაზე ადრე მის მშობლიურ აფხაზეთში დაატრიალა ცოდვის კალო. ომში, სადაც 2 მხარე ებრძვის ერთმანეთს, მუდამ ვიღაც იღუპება და ამის ბრალად წაყენება მებრძოლისათვის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის, უკრაინის პრეზიდენტის, რუსეთის მთავრობისაგან, მამუკა გაწერელიას, როგორც სამხედრო ტყვის მიმართ გამოყენებული იქნეს ყველა ზომა მისი გაცვლის ან ექსტრადირებისათვის, რათა სამშობლოში მოიხადოს სასჯელი. იმედი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნა არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და უსამართლობასთან მებრძოლი ახალგაზრდის ბედი საყოველთაო ზრუნვის საქმედ იქცევა," - ნათქვამია პეტიციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარიუპოლის მცველს, სულ მცირე, 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, "აზოვსტალის" დატოვების დროს ჩავარდა. გაწერელიების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და აქამდე, მებრძოლის ტყვეობის ამბავს არ ახმაურებდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალთა აქცია
„ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის“ - ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...

პოლიტიკა 1733242641

შსს-ს თანამშრომელი
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას" - შსს-ს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...

პოლიტიკა 1733241037

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...

პოლიტიკა 1733240540

ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244