"პოლიციელების რაოდენობა 3-ჯერ მაინც აღემატებოდა დემონსტრანტებისას" - HRC-ის დაკვირვების შედეგები თბილისის აქციებზე

პოლიტიკა 1695893234    169

ფოთის პორტთან აქცია

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" (HRC) მოამზადა ანგარიში საპროტესტო აქციებზე მობილიზებული პოლიციელების რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების შესახებ. 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდნენ 10 საპროტესტო აქციას. მონიტორების შეფასებით, აქციების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია.

HRC ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით - იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას - კერძოდ, მათ დაცვას ძალადობრივი განზრახვის მქონე კონტრდემონსტრანტებისგან. ამასთან, აქციებზე ფორმიან პოლიციელებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ პოლიციელები სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო.

28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდნენ მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის აქციებს პარლამენტის მიმდებარე სკვერში.

"3 ივნისს, ღამის 1:30 საათისკენ, პოლიციელების რაოდენობა 3-ჯერ აღემატებოდა აქციაზე მყოფი მონაწილეების რაოდენობას. 29, 30 მაისსა და 1 ივნისის აქციებზე, აგრეთვე, პოლიცია არანაბარი ძალით იყო მობილიზებული. კერძოდ, პოლიციელების რაოდენობა სამჯერ მაინც აღემატებოდა აქციის მონაწილეთა რაოდენობას - აქციაში მონაწილეობდა 15-მდე მონაწილე, ადგილზე კი დაახლოებით 60-მდე პოლიციის თანამშრომელი იყო მობილიზებული.

 

ამის საპირისპიროდ გია გაჩეჩილაძის და ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებულ აქციაზე "მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა" სადა 11 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, დაახლოებით 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული", - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 31 ივლისს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების აქციაში "რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" აქციის მონაწილეებთან შეარებით პოლიცია არაპროპორციული რაოდენობით იყო წარმოდგენილი - აქციაში დაახლოებით 350-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მეთვალყურეობდა 65-მდე პოლიციის თანამშრომელი.

 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორინგის თანახმად, ზემოთ ხსენებულ სამივე აქციაზე იყვნენ უფორმო, არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები, რომლებსაც ფორმიან პოლიციელებთან ჰქონდათ კომუნიკაიცა. ორგანიზაციის ცნობითვე, პოლიციის არასათანადო მობილიზება იყო 8 ივლისს, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს.

"აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფომ სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ცხადია, ეხება აქციაზე პროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზებას. პოლიციელთა არაპროპორციულმა და გადაჭარბებულმა ჩარევამ დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, შესაძლოა, პირიქით – შექმნას კონფრონტაციული სიტუაცია და შესაძლო კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, გამოიწვიოს მისი გამძაფრება", - წერია ანგარიშში.
ორგანიზაცია მიმართავს რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვაშეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოას კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით. შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა;შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრანტებისგან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბურთალო
საბურთალო“ აჭარაზე ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის. კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვან...

საზოგადოება 1701716999

მერაბ მეტრეველი
"ეს ხუმრობა ჩემს ბავშვობაში ბათუმში ძლაიან გავრცელებული იყო" - რას წერს მერაბ მეტრეველი

"ეს ხუმრობა ჩემს ბავშვობაში ბათუმში ძლაიან გავრცელებული იყო: "აჭარა აჭარლებს, კოწიები ჩოლოქს იქით!" "კოწიებს" აჭარლები გურულებს ეძახიან და ეს ხუმრობა დაახლოებით იგივე შინაარასს ატარებს, რასაც თბილისელ...

სოცმედია 1701716649

ავარია
ტრაგედია გორში - ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა

გორში მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია, თავდა...

შემთხვევა 1701716378

დათო ოქიტაშვილი
„ესაა ისტორიული ფოტო“ - ვისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა  ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...

სოცმედია 1701699996

ფარცხალაძე
რა მიზნით ჩამოვიდა ფარცხალაძე საქართველოში - ახალი დეტალები

არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...

პოლიტიკა 1701699536

წითლიძე
"ენმ არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია" - ანი წითლიძე ბათუმში წევრების წასვლაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ "სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული" პარტია არ არის. "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მ...

პოლიტიკა 1701698359