პოლიტიკა • 1695625837 160
საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე. პროცესში მონაწილეობას წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).
№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია."
უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა. მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება.
ვერძი დამღლელი და დაძაბული დღეა. მოსალოდნელია სირთულეები ურთიერთობაში და კამათი. დროა გადაწყვიტოთ, გსურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ არა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ წასულის ნაცვლად ახალი ადამიანები...
ეს საინტერესოა • 1701718320
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის. კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვან...
საზოგადოება • 1701716999
"ეს ხუმრობა ჩემს ბავშვობაში ბათუმში ძლაიან გავრცელებული იყო: "აჭარა აჭარლებს, კოწიები ჩოლოქს იქით!" "კოწიებს" აჭარლები გურულებს ეძახიან და ეს ხუმრობა დაახლოებით იგივე შინაარასს ატარებს, რასაც თბილისელ...
სოცმედია • 1701716649
გორში მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია, თავდა...
შემთხვევა • 1701716378
საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...
სოცმედია • 1701699996
არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...
პოლიტიკა • 1701699536
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი